მთავარისიახლეებიპოლიტიკათაკო ჩარკვიანი: შუშის სასახლის მფარველობა ვერ გიშველით- შუშააა მაინც- იოლად იმსხვრევა. ჩამოდით...

თაკო ჩარკვიანი: შუშის სასახლის მფარველობა ვერ გიშველით- შუშააა მაინც- იოლად იმსხვრევა. ჩამოდით მთის კურორტებიდან, მორჩით სრიალს და ქვეყანას მიხედეთ, ხალხი იღუპება ყოველდღე

Published on

ჩამოდით მთის კურორტებიდან, მორჩით სრიალს და ქვეყანას მიხედეთ, ხალხი იღუპება ყოველდღე, შუშის სასახლის მფარველობა ვერ გიშველით- შუშააა მაინც- იოლად იმსხვრევაპუბლიცისტი თაკო ჩრკვიანი „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 6-წლიან პერიოდს აფასებს და სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს:
 
„ხელისუფლებავ!!!!!!!!!! 6 წელი- ახლა თვალი გადავავლე, ამ ხელისუფლების "მოღვაწეობას", მომაგონდა "ტრაქტორების" საქმე, ( კაცს თავი მოჭრეს საქვეყნოდ, უმსხვილეს კორუფციაში დასდეს ბრალი, მოგვიანებით (დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, თანამდებობა შესთავაზეს), ირაკლი ალასანიას მიმართ " საბოტაჟი", გახსოვთ ალბათ, " "ცნობილი" პრესკონფერენცია ივანიშვილისა , საზოგადოებისთვის (ჩემს გარშემო ყოველშემთხვევაში) გამაოგნებელი, პირველი გამოკვეტილად უარყოფითი შთაბეჭდილება , მასინ შემექმნა- იმ " ჭორ-პასუხით", მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდაცვის სისტემაზე ხელი უნდა მოეწერა ალასანიას, თან 'ზოგიერთებმა" იეჭვიანეს, არიქა ივანიშვილი პრემიერობას უპირებსო ალასანიასო და ამუშავდა, "პატარა კაცების მანქანა",( სიმაღლეს არ ვგულისხმობ, სიტყვა "პატარაში"). რაც ამ ოჯახს ტალახი ასხეს, რა ვიცი აბა, მართლა დიიდი კეთილშობილება და ინტელექტი უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ასე ღირსეულად აიტანო და მოითმინო.
 
შემდეგი იყო "კაბელების საქმე"- უდანაშაულო ხალხი ციხეში ჩასვეს( ვიღაცის ხუშტურით) წელიწადი და 6 თვე ისხდნენ, მოგვიანებით , გაამართლეს და გამოუშვეს-ჩვენც გახარებულები ვიყავით ყველანი, რომ გამოუშვეს , არადა, რომ დაფიქრდები, რომ წელიწადი და 6 თვე ადამიანები უდანაშაულოდ , ისხდნენ( მე ახლა , უცებ რაც მაგონდება, იმას ვწერ, უეჭველად გამომრჩება რაღაც- უმსხვილესი, მაგრამ უნდა მომიტევოთ), შეძრწუნდები კაცი, პარალელურად – კორცხელში "მიდიიიის" თავდასხმები, ცემა-ტყეპა პოლიტიკურ ნიადაგზე და არა მხოლოდ კორცხელში, გვესმის ნარკოტიკის "ჩადებები"( ელისო კილაძის შვილს- დათო ხარჩილაძეს ვგულისხმობ, რომელიც დიიდი ბრძოლის შემდეგ)უდანაშაულოდ სცნეს მოგვიანებით და გაამართლეს) ამ ტიპის კატასტროფული "ჩადება" ნარკოტიკის- მაგალითი ამისა, არა ერთი იყო, მოგვიანებით და მოვლენათა პარალელურად ხდება "გადაპორტირება" უმრავლესობაში დამნაშავე მოსამართლეებისა და გირგვლიანის საქმეზე ხელისმომწერი მურუსიძე დაწინაურებულად გვევლინება, ყველაზე პარადოქსალური კი ის გახლავთ, რომ მთავარი პროკურორის მოადგილედ ინიშნება "საქვეყნოდ ცნობილი, საქმენი საგმირონიათი" ლაშა ნაცვლიშვილი, ეს ხელისუფლება "აცოცხლებს'" ძველ კადრებს- უშიშროების " ბებერ -პოლიტიკურ გვამებს", ჰქმნის ( უფრო სწორად- აღადგენს, უბინძურეს, ჭორების გამავრცელებელ მანქანას, რომელსაც კვებავს ბიუჯეტიდან გატანილი და მოპარული ფულით, რადგან ბიუჯეტის ძარცვაზე და გატანილ 700 მილიონზე და 40 მილიონზე, თავად, ივანიშვილი ალაპარაკდა პრესკონფერენციაზე (ოღონდ, ჯერაც გამოძიებული არ არის).
 
პარალელურად გვესმის , ჰონორარების თუ "დანამატების" უთავბოლო გაცემა მაღალჩინოსნებზე ( ერთგვარი- ლაგამი სამომავლოდ, რომ ვინმემ ხმა არ ამოიღოს, რადგან კორუფციის ჭჭვში, რომ ჩაითრევენ ადამიანს, ცხადია იმას, სამუდამო სიჩუმესაც მოსთხოვენ- (აბა ისე სად არის – "ბაირამობა"), ამ ყველაფერს- ანუ გადმოპორტირებას, დამნაშავეების პოლიტპატიმართა სიაში მოთავსებას, ამ ყველაფერს სახელი ხომ უნდა მოუძებნონ და მოუძებნეს კიდევაც და "კოჰაბიტაცია" დაარქვეს- "კოჰაბიტაციაში" შედიოდა, ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ,კადრების გავრცელება- არ გამოძიება, დიახ "კოჰაბიტაციაში" შედიოდა, ადამიანებს და ოჯახებს, თავები, რომ კინაღამ მოაკვლევინეს ( ყოფილი ხელისუფლების დროს იღებდნენო- იყო პასუხი) , – „გადამღები" გავიგეთ და "გამშვები" და გამომქვეყნებელი და ამ ყველაფრის "გამპრავებელი" როგორია???!!!
 
ამ ყველაფრის პარალელურად ერთი კარგი რამ ხდება- ვიზალიბერლიზაციაა, მართლაც კარგი, მაგრამ ესეც უბედურებად შემოგვიბრუნდა- აი რატომ, იმიტომ , რომ რეგულიაციების გარეშე, ამ პატარა დაბალი ეკონომიკიური განვითარების ქვეყანაში, თუ არ დარეგულირდა, მიწის კანონის- რეგულიაციების გარეშე, აი ასე, მოხდება- ამ გაჭირვების დროს, მოხდება გადინება ქართველებისა და საერთოდ ჩვენი მოქალაქეებისა, ემიგრაციაში, ხოლო მცირე- მწირი ინვესტიციით, შემოდინება უცხო ქვეყნებიდან მხოლოდ, ახლა დაფიქრება და უბრალო არითმეტიკა დაგვჭირდება , რომ დავიანგარიშოთ, რით შეიძლება ეს დამთავრდეს!!!!!!!! ვაგრძელებ ჩამოთვლას "საქმეებისას" რაც ამ ხელისუფლებამ ჩაიდინა და ვღელავ, რადგან ვხედავ, იმდენია, რომ ვერ "ვერევი",( უეჭველად გამომრჩება და მომიტევეთ, თქვენ გენაცვალეთ)და აი მივადექი უსერიოზულეს და შემაძრწუნებელს- დანაშაულს პრაქტიკულად- ეს მაჩალიკაშვილის მკვლელობაა, რომელსაც არ იძიებენ , ანდა ვინ უნდა გამოიძიოს, "თავის -თავს", ხომ არ გამოიძიებენ, ჩაცხრილეს ბიჭი ლოგინში, რომელიც თურმე არც კი განძრეულა – ეძინა, დათუნა სარალიძის გამოუძიებელი მკვლელობა- გამქრალი სამხილები- ეს ის საქმეებია, სადაც პირდაპირ იკვეთება სახელმწიფოს ბრალეულობა- დაფარვის მიზნით, ( პატარა ბარბარე რაფალიანცის, საქმის გამოუძიებლობა, რითიც გაიტქვა სახელი ამ ხელისუფლებამ დასაწყისშივე) – პარალელურად , მე აღარ ჩამოვთვლი და არ ვსაუბრობ , იმ უსუსურებაზე, თბილსში წყალდიდობის დროს , რაც გადავიტანეთ, მთელი ქალაქი – ზოოპარკიდან გაქცეულ ვეფხვს, რომ ვემალებოდით და ბოლოს "აბრეშუმის ფაბრიკის "ტერიტორიაზე კაცი, რომ იმსხვრეპლა, ვინ ჩამოთვლის ამ უბედურებებს- და "კრეტინიზმს", აღარც უპრეცენდენტო გაყალბებაზე ვსაუბრობ, პრაქტიკულად პრეზიდენტი- არ გვყავს, რადგან ისე გააყალბეს არჩევნები და ისეთი ვიდეო-კადრები, ფაქტები დაიდო რომ არ შეიძლება ,ეს ქალბატონი ( რომელიც ჩვენს ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებს) ლეგიტიმურად ჩაითვალოს, მაგრამ ახლა არ ვსაუბრობ ამაზე, აი რამ გადამაწყვეტინა ამ სტატუსის გამოქვეყნება: შიმშილია გარეთ, ყველაფერი გაძვირდა(რუსთავი 2 გამორთეთო და ვერ იგრძნობთო, კი გვითხრა ბიძინამ, მაგრამ) გაუსაძლისი გახდა ხალხის ყოფა, ეკონომიკის მინისტრის ცინიზმი, იმის თაობაზე, რომ ხალხის გაჭირვებასთან , არანაირი კავშირი არ აქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას (ეკონომიკურ განვითარებასაც კავშირი აქვს ბ.ნო მინისტრო და ინტელექტუალრ განვითარებასაც – ისე ცნობისთვის) ჰოდა , რომ თვლით, რომ არ აქვს , იმიტომ არის ეს ქვეყანა, მაგ ინტელექტით ჭაობში,სამაგიერეოდ მაღალჩინოსნები აგარაკებს იშენებენ და ქონებას აგროვებენ , ყველაფერს აკეთებენ, შერჩევითი სამართალიდან დაწყებული, დედის გვარის შეცვლით დამთავრებული, მთავარია ქონება გადაარჩინონ, ბიუჯეტს ძარცვავენ, მაგრამ არც ამიტომ ვწერ ახლა…
 
ხალხი იხოცება "ღორის გრიპით", წარმოუდგენელი ვითარებაა- ქალაქის "მერი- მოდელი"- ალპებში პოზირებს, ჰოდა მინდა , ცოტა ხნის წინ მისივე სიტყვები შევახსენო, რომელიც სრულიად უტაქტოდ და მიზანმიმართულად, დაპირისპირების გასაღვივებლად წამოისროლა, როცა ჩემს ოჯახს ქუთაისის აეროპორტში თავს დაესხნენ, ჩვეულებრივი ბანდიტი- პროვოკატორები( ერთი, აქედან მისი – საკრებულოს თანამშრომელი გახლავთ) შევახსენო; დიახ 'რასაც დასთესთ, ხელისუფლებაში მყოფი უპასუხისმგებლო ადამიანები, თქვენი უპასუხისმგებლო ქმედებით, იმას მოიმკით და ეს ძალიან მალე იქნება, ამის გარანტიას გაძლევთ!!! ახლა კი !!!!!! მე მითვქვამს და…“.

სიახლეები

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...

ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას – Erasmus-ის პროგრამების მონაწილეების მარში 22 დეკემბერს გაიმართება

Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპროტესტო მარშს აანონსებენ და არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების...

ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს – მედია

Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის...

“ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა იქნება გაცილებით მკაცრი და ეფექტური” -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

4 პროდასავლური პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში მორიგი ბრიფინგი ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის...