მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის მერიამ კომპანია „თაუნ-პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა

ზუგდიდის მერიამ კომპანია „თაუნ-პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა

Published on

ზუგდიდის მერიამ კომპანია „თაუნ-პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა. მერიაში განმარტავენ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებაა. „კომპანიამ ვერ
 შეასრულა ხელშეკრულებით გაწერილი მოთხოვნები, რის გამოც მერიამ იმსჯელა და შეუწყვიტა ხელშეკრულება, კომპანიას ვერ შემოქონდა ბიუჯეტში თანხები, მოუწესრიგებელი ქონდა ინფრასტრუქტურა და იყო მთელი რიგი დარღვევები“- განუცხადეს „ოდიშინიუსს“ მერიაში. „თაუნ-პარკის“ მენეჯერი ბაცუკი ყუფუნია ჩვენს ზარებს არ პასუხობს. „თაუნ-პარკთან“ დაკავშირებით ოპოზიციამ რამდენჯერმე მოითხოვა ხელშეკრულების გაწყვეტა და ხელახალი ტენდერის გამოცხადება. კომპნაია დაჯარიმებულიც არის ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. რაც შეეხება საკრებულოს სხდომას, რომელიც დეკემბრის ბოლოს გაიმართა, პარკირების წესი და ტარიფებიც დაამტკიცეს.
 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...