მთავარისიახლეებისაზოგადოებაყველა შემთხვევისას, როდესაც პაციენტი სტაციონარში ხვდება, დაგვიანებული მიმართვიანობაა - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის...

ყველა შემთხვევისას, როდესაც პაციენტი სტაციონარში ხვდება, დაგვიანებული მიმართვიანობაა – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

Published on

გრიპის ვირუსის ყველა შემთხვევისას პაციენტის სტაციონარში მოხვედრის მიზეზი დაგვიანებული მიმართვიანობაა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუამ კლინიკა „ვერეში“ განაცხადა. აღნიშნული ერთ-ერთია იმ კლინიკებიდან, რომელიც დღეიდან 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.
 
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმისთვის დროულად მიმართვა. რაც შეეხება გრიპის ვირუსის გამო ბაგა-ბაღების და სკოლების დაწყების გადადებას, ბოხუას განცხადებით, ეს საკითხი ჯერჯერობით არ დგას.
 
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ერთკვირიანი მონაცემების მიხედვით, სტაციონარებში მიმართვიანობის კლებაა.
 
„რაც შეეხება ბაგა-ბაღებთან და სკოლებთან დაკავშირებულ კითხვებს, ამაზე დღეს საუბარი არ არის. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალშიც არ იქნება. ამაზე მოგვიანებით იქნება ანალიზი გაკეთებული. თუმცა, ჯერჯერობით ასეთი საკითხი არ დგას", – განაცხადა ბოხუამ.
 
მან ასევე მკურნალობის დროულად დაწყებაზე გაამახვილა ყურადღება.
 
„ყველა შემთხვევისას, როდესაც პაციენტი სტაციონარში ხვდება, დაგვიანებული მიმართვიანობაა. ამიტომ, 24-საათიან რეჟიმში გადავიყვანეთ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, რომ დროულად შეეძლოთ ადამიანებს მისვლა", – განაცხადა ბოხუამ..

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...