მთავარისიახლეებიპოლიტიკაპატრიარქის ეპისტოლეს გამოქვეყნების შემდეგ მმართველი გუნდი საკანონმდებლო ცვლილებებზე ალაპარაკდა

პატრიარქის ეპისტოლეს გამოქვეყნების შემდეგ მმართველი გუნდი საკანონმდებლო ცვლილებებზე ალაპარაკდა

Published on

პატრიარქის ეპისტოლეს გამოქვეყნების შემდეგ მმართველი გუნდი საკანონმდებლო ცვლილებებზე ალაპარაკდა
 
დღეს პარლამენტის თავმჯდომარე პატრიარქს დაეთანხმა და განაცხადა, რომ ცილისწამება პრობლემაა და დაადასტურა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები საჭიროა და დიდი ალბათობით, მმართველი გუნდი ამ ინიციატივაზე საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს.
 
ეჭვი, რომ ხელისუფლება სიტყვის თავისუფლების შესახებ კანონში გამკაცრებას და დამატებით რეგულაციებს აპირებდა, ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის პირველი საახალწლო მიმართვის მოსმენისთანავე გაუჩნდა. ახალი წლის ღამეს პრეზიდენტმა თქვა, რომ საჭიროა ფიქრი, რომ კანონით, ერთდროულად, სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსება იყოს დაცული. კობახიძის დღევანდელმა განცხადებამ კი ოპოზიცია საბოლოოდ დაარწმუნა, რომ ხელისუფლებას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას კანონში ცვლილებებით შეეცდება.
 
სამოქალაქო სექტორი  მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას კანონის გამკაცრება პოლიტიკური მიზნებისას და კრიტიკული აზრის ჩასახშობად სჭირდება და ამზადებს ნიადაგს, რომ ცვლილებები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გამოიყენოს.
 
„საუბარი იმაზე, რომ ცილისწამებამ მოიმატა, არ არსებობს სათანადო მექანიზმები, არის მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ჩვენი კანონმდებლობა აბსოლუტურად გამართულია ამ კუთხით და აქვს სწორი ბალანსი ნაპოვნი, სიტყვის თავისუფლებასა და ადამიანის პატივსა და ღირსებას შორის. თუკი ასეთ ცვლილებების ინიცირებაზე იქნება საუბარი, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის საშიში სიგნალი, რომ ხელისუფლება და სხვადასხვა ავტორიტეტები, რომლებსაც არ სიამოვნებთ კრიტიკა, აპირებენ ადამიანებს, მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუზღუდონ თავისუფალი სიტყვა,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძემ.
 
შეგახსენებთ  კათოლიკოს პატრიარქმა  ილია მეორემ საშობაოეპისტოლეში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხშირად ადგილი აქვს სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობას და "სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმას''.

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...