მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაგრძელდება თუ არა არდადეგები? გრიპის ვირუსის საფრთხე ისევ მაღალია, ჯანდაცვის სისტემა კი...

გაგრძელდება თუ არა არდადეგები? გრიპის ვირუსის საფრთხე ისევ მაღალია, ჯანდაცვის სისტემა კი ურთულესი გამოცდის წინაშე დგას

Published on

ლაბორატორიულად დადასტურებული მონაცემებით, ამ დრომდე გრიპის ვირუსით ქვეყანაში 10 ადამიანია გარდაცვლილი. საფრთხე ისევ მაღალია, ჯანდაცვის სისტემა კი ურთულესი გამოცდის წინაშე დგას. ექიმები მოუწოდებენ ყველას, პირველივე სიპტომების შემთვევაში სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ.
 
კრიტიკულ ზღვარზე მუშაობს სასწრაფო დახმარების სამსახური, რომელიც გაზრდილ მიმართვებს ვეღარ აუდის. შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს. 
 
გადაწყვეტილებას ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები, მიმდინარე კვირას ავადობის დინამიკაზე დაკვირვების შედეგად მიიღებენ. 
 
"ლაბორატორიულად დღეისთვის დადასტურებულია 162 შემთხვევა. სამწუხაროდ, იქ სადაც ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები გვაქვს, დღეისთვის 10 გარდაცვლილია. დავაკვირდებით ამ კვირაში ავადობის დინამიკას და ამის მიხედვით შემდგომ ჯანმრთელობის და განათლების სამინისტროები მიიღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებას,"-განაცხადა დაავადებათა კონტროლის  ცენტრის დირექტორმა დავით გამყრელიძემ.
 
 
შეგახსნებთ, საჯარო სკლებში სასწავლო პროცესი 14 იანვარს უნდა განახლდეს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...