მთავარისიახლეებისაზოგადოებაქუთაისის მერს ცნობილი საოპერო მომღერალი ზურაბ ანჯაფარიძე ცოცხალი ეგონა და შეხვედრაზე...

ქუთაისის მერს ცნობილი საოპერო მომღერალი ზურაბ ანჯაფარიძე ცოცხალი ეგონა და შეხვედრაზე დაიბარა

Published on

ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას 1997 წლის 12 აპრილს გარდაცვლილი ცნობილი საოპერო მომღერალი, ზურაბ ანჯაფარიძე ცოცხალი ეგონა და შეხვედრაზე დაიბარა. 
 
 მერი გარდაცვლილი მომღერლის მეუღლეს, მარინა მაჭავარიანს შეხვდა. შეხვედრის დროს ჭიღვარიამ მომღერალი მოიკითხა და მასთან გასაუბრების სურვილი გამოთქვა.
 
აღნიშნული ფაქტი "ქუთაისი თუდეისთან" თავად მომღერლის მეუღლემ დაადასტურა.
 
„არ მსურს ამ თემაზე საუბარი, თუმცა ჩემთან საუბარში ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ ქალაქის მერს ჩემს მეუღლესთან შეხვედრა სურდა. მე კომუნაკიაცია მქონდა ქალაქის ყოფილ მერთან ბატონ შოთა მურღულიასთან,ჩვენ გვსურდა ჩემი მეუღლის სახლ-მუზეუმის გაკეთება რაც ვერ მოესწრო, მე შემიძლია დაგიდასტუროთ რომ ნამდვილად ვიმყოფებოდი ბატონ გიორგი ჭიღვარისთან კაბინეტში და ამ თემაზე გვქონდა საუბარი, დაპირებაც მივიღე, ვისარგებლებ შემთვევით ჩემს საყვარელ ქუთაისელებს მივულოცავ შობა-ახალ წელს “ – განაცხადა მარინა მაწავარიანმა 
 
,,ქუთაისი თუდეის''  ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აღნიშნული ფაქტი სოციალური ქსელებში გახმაურდა, ქალბატონ მარინასთან განხორცილედა ზარი ქუთაისის მერიიდან , მასთან კომუნიკაცია ჰქონდა ნატალია პატარიძეს და ასევე ქუთაისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელს ირინა ლომინაძეს. მათ სთხოვეს ქალბატონ მარინას,  რომ აღნიშნული ფაქტი არ დაედასტურებინა ჟურნლისტებთან.
 
შესაძლებელია ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მერიამ ინფორმაცია გაავრცელოს, თითქოს მერმა ცნობილი მომღერლის შვილი მოიკითხა, რადგან შვილს , რომელიც ასევე საოპერო მომღერალია, ზურიკო ქვია, თუმცა ამ ამბავს ალბათ ქალაქის მერი ჩვენი სტატიიდან წაიკითხავს.- წერს ,,ქუთაისი თუდეი''
 
შეგახსენებთ რომ ზურაბ ანჯაფარიძე გარდაიცვალა 1997 წლის 12 აპრილს
 
 
გიორგი ჭიღვარიამ, ქალაქს თავი ვერც სიტყვით და ვერც საქმით დაამახსოვრა. თუმცა ის საქართველოში ერთერთი პოპულარულია მერია, რომელიც ყოველთვის უხერხულ სკანდალში ეხვევა
 
1. ჭიღვარიამ მხატვარ ლევან გოგიტიძეს თავისი პორტრეტი დაახატინა და 2018 წელს იტალიის ქალაქ კოზენცაში გამართულ ვორქშოპზე გამოაფენინა, რაც მალევე გახდა ქილიკის საგანი.
 
2. ქალაქის მერმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე საზოგადოებას ამცნობდა, რომ ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკვერი თანამედროვე ტიპის სანათებით განათდა, თუმცა, სინამდვილეში სკვერში არსებული ძეგლი ქუთაისელ მოქანდაკეს და ქართული ქანდაკების ფუძემდებელს, იაკობ ნიკოლაძეს ეკუთვნის.
 

3. 2018 წლის მთავარი სირცხვილი „გაუბედურებული“ თეთრი ხიდია, სადაც გავლა დღესაც საშიშია. მერიამ დაუსრულებელი ხიდი საზეიმოდ გახსნა, თუმცა, რამდენიმე დღეში ქარმა ლითონის ფილების ნაწილი დააზიანა. ასევე ერთ–ერთმა მოქალაქემ , რომელიც ხიდზე ამოტვიფრულ ციტატებს კითხულობდა, აღმოაჩინა, რომ ტერენტი გრანელის ლექსზე “აღსარება ქუთაისს”, ავტორად კოლაუ ნადირაძე იყო მითითებული.

სიახლეები

რაც მეტი საჯარო მოხელე გამოთქვამთ განსხვავებულ აზრს, მით მეტად დაცულები იქნებით – გახარია

პარტია "საქართელოსთვის" ლიდერი საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, ნუ შეეშინდებათ საკუთარი განსხვავებული აზრის გამოთქმა. პოლიტიკოსის თქმით,...

შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა თანამდებობა დატოვა

შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორი გიორგი გაბეხაძე წერს, რომ თანამდებობას ტოვებს: "დღეს, 2024...

“ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა” – პროფესიული კავშირების გაერთიანება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ვაცხადებთ, რომ ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში...

“თანამშრომლებს გამოუცხადეს ვინც პროევროპულ განცხადებას მოაწერეთ ხელი, საგარეოდან დაახვიეთო” | ზურაბ ბატიაშვილი უწყებაში განვითარებულ პროცესებზე

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი და საგარეო უწყების ყოფილი თანამშრომელი ზურაბ ბატიაშვილი. უწყებაში არსებულ ვითარებაზე სოციალურ...