მთავარისიახლეებიპოლიტიკამეგობრები დაკავებული თენგიზ ქობალიას გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ

მეგობრები დაკავებული თენგიზ ქობალიას გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ

Published on

სოლიდარობა თენგოს!!! – ამ სახელწოდებით სოციალურ ქსელში მიმართვა გაჩნდა. პოსტი დანაშაულის შეუტყობინებლობის დბრალდებით დაკავებული თენგიზ ქობალიას მეგობარმა ლევან ბეჭვაიამ გამოაქვეყნა. მიმართვის ავტორი მოუწოდებს საზოგადოებას გაერთიანდნენ დაკავებული თენგიზ ქობალიას დასაცავად და თავდებში ჩაუდგნენ მას. ქობალიას გათავისუფლების მოთხოვნით ისინი სასამართლოს ადვოკატის დახმარებით მიმართავენ. „ამას რაღაც ფორმით შეიმუშავებს ადვოკატი და შუამდგომლობას გაგვიწევს სასამართლოში“- განაცხადა ლევან ბეჭვაიამ. მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის სასამართლო 4 თებერვალსაა ჩანიშნული. სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა თენგიზ ქობალია დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 24 დეკემბერს სამუშაო კაბინეტში დააკავა.

სიახლეები

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...

ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მანქანა ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია...