მთავარისიახლეებისაზოგადოება,,გავეცნობით ტომოსის ტექსტს და შემდეგ დავაფიქსირებთ პოზიციას. როდის იქნება განხილვა, არ ვიცი"...

,,გავეცნობით ტომოსის ტექსტს და შემდეგ დავაფიქსირებთ პოზიციას. როდის იქნება განხილვა, არ ვიცი” – აცხადებს პატრიარქის თანამოსაყდრე

Published on

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საპატრიარქო საკუთარ პოზიციას ტომოსის ტექსტის გაცნობის შემდეგ დააფიქსირებს, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე პასუხისას განუცხადა.
 
"სინოდმა გამოთქვა თავისი პოზიცია. გავეცნობით ტომოსის ტექსტს და შემდეგ დავაფიქსირებთ პოზიციას. როდის იქნება განხილვა, არ ვიცი", – აღნიშნა მეუფე შიომ.
 
სტამბოლში უკრაინისთვის ტომოსის მინიჭების ცერემონია გაიმართა. საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, მსოფლიო პატრიარქმა ავტოკეფალიის შესახებ დოკუმენტი უკრაინის ეკლესიის მეთაურს, ეპიფანეს გადასცა. ისტორიული ცერემონია სტამბოლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაიმართა. ტომოსის გადაცემის შემდეგ ტაძარში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ და უკრაინის ეკლესიის მეთაურმა ეპიფანემ.
 
შეგახსენებთ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ხელი გუშინ მოაწერა. ტომოსის მინიჭების გადაწყვეტილება მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 11 ოქტომბერს მიიღო.

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...