მთავარისიახლეებისაზოგადოებათენგიზ ქობალიას მეგობრები სოლიდარობას უცხადებენ და სასამართლოს მისი გათავისუფლების თხოვნით მიმართავენ

თენგიზ ქობალიას მეგობრები სოლიდარობას უცხადებენ და სასამართლოს მისი გათავისუფლების თხოვნით მიმართავენ

Published on

სოლიდარობა თენგოს!!! – ამ სახელწოდებით სოციალურ ქსელში მიმართვა გაჩნდა. პოსტი  დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული თენგიზ ქობალიას მეგობარმა ლევან ბეჭვაიამ გამოაქვეყნა. მიმართვის ავტორი მოუწოდებს საზოგადოებას გაერთიანდნენ დაკავებული თენგიზ ქობალიას დასაცავად და თავდებში ჩაუდგნენ მას. ქობალიას გათავისუფლების მოთხოვნით ისინი სასამართლოს ადვოკატის დახმაებით მიმართავენ. „ძალიან შეგვტკივა გული თენგოზე, ის არის ღირსეული ზუგდიდელი და პატრიოტი, რომელიც დაკავებულია აბსურდული ბრალდებით, ასე შეიძლება ნებისმიერი მოქალაქე დააკავონ.“- განუცხადა „ოდიშინიუსს“ ლევან ბეჭვაიამ. მისი თქმით, ამ მიმართვას, რომელიც სპონტანურად გამოქვეყნდა, ძალიან ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა და მას იმედი აქვს, რომ სასამართლო მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. „ამას რაღაც ფორმით შეიმუშავებს ადვოკატი და შუამდგომლობას გაგვიწევს სასამართლოში“- განაცხადა ლევან ბეჭვაიამ. „დარწმუნებულები ვართ,რომ ეს მდგომარეობა და გაუგებრობა გაირკვევა ძალიან მალე.იმედი გვაქვს გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურების და დამოუკიდებელი სასამართლოსი! ხალხის სიყვარული გადაწონის ყველანაირ უსამართლობას!“- წერია მიმართვის ტექსტში. თენგიზ ქობალიას მეგობრის თქმით, მის მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი მისი კოლეგა.მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის სასამართლო 4 თებერვალსაა ჩანიშნული. სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა თენგიზ ქობალია დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 24 დეკემბერს სამუშაო კაბინეტში დააკავა.
 მიმართვის ტექსტს, რომელიც ფეისბუკში გამოქვეყნდა, უცვლელად გთავაზობთ.
„ზუგდიდელებო,მეგობრებო,თენგოს კოლეგებო,ნაცნობებო,ადამიანებო-ვისაც გჯერათ,გიყვართ და გულშემატკივრობთ თენგოს!ჩვენი-თენგოს მეგობრების ინიციატივას,მიგვემართა სასამართლოსთვის და ჩავდგომოდით თავდებში პატიოსან და ღირსეულ ზუგდიდელს,იმდენად დიდი გამოხმაურება მოყვა,რომ ჩვენ,თენთოს მეგობრები მოგმართავთ,აქვე დააფიქსიროთ თქვენი მხარდაჭერა!თენგო საუკეთესო პიროვნებაა,გამორჩეული თავისი ადამიანური თვისებებით.ღვთისნიერი,კეთილშობილი,სამართლიანი!საკუთარი ქალაქისა და ქვეყნისთვის თავდადებული!საიმედო ნებისმიერი ზუგდიდელისთვის!საქმის ერთგული და უღალატო მეგობარი!იმ მოცემულობაში,რომელშიც აღმოჩნდა პროფესიონალი საჯარო მოხელე,შესაძლებელია ნებისმიერი მისი კოლეგა აღმოჩნდეს!სოლიდარობის გამოხატვით დაიცავით საკუთარი უფლებებიც! ღირსეულ პიროვნებას შეუფერებელი ფორმით დაკავების დროსაც კი,რამაც გული ატკინა და გააოგნა მთელი ქალაქი ,ღირსეულად ეჭირა თავი!დარწმუნებულები ვართ,რომ ეს მდგომარეობა და გაუგებრობა გაირკვევა ძალიან მალე.იმედი გვაქვს გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურების და დამოუკიდებელი სასამართლოსი! ხალხის სიყვარული გადაწონის ყველანაირ უსამართლობას!“- წერია მიმართვის ტექსტში
 

სიახლეები

სასამართლომ გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით...

იტალიაში ქურდობისთვის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში ვერონას კარაბინერებმა (ადგილობრივი პოლიცია) ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის...

კოლუმბიის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრას დათანხმდა

კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებას დათანხმდა. ისინი ვაშინგტონში გამართავენ...

რუსული მედიის მტკიცებით, აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა

რუსულ მედიასა და ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აშშ-ის...