მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა

სალომე ზურაბიშვილი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა

Published on

,15 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ პირველად ჩამოვედი, როგორც საგარეო საქმეთა ახლადდანიშნული მინისტრი, და დღეს ჩვენ ისევ აქ ვდგავართ, – ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა.
 
ვდგავართ ამ ხიდზე, რომელიც ჰყოფს ჩვენს მოსახლეობას. ორივე მხარეს ჩვენი მოქალაქეები არიან და ამიტომ, მე მინდა ახალი წელი და დამდეგი შობა მივულოცო მათ, ვინც ცხოვრობს გალში, ასევე, ჩვენს აფხაზ ძმებს და ვისურვო, რომ ეს გამყოფი ხიდი ძალიან ახლო მომავალში გახდეს გამაერთიანებელი ხიდი" – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდის რაიონში, კონფლიქტის ზონასთან მდებარე რუხის საგუშაგოზე, სადაც მან შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პოლიციელები მოინახულა.
 
პრეზიდენტმა შსს-ს თანამშრომლებს შობა-ახალი წელი მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისათვის.
 
ასევე, სალომე ზურაბიშვილი ენგურის ხიდზე მოსახლეობას შეხვდა და კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ გაესაუბრა.ინფორმაციას ამის შესახებ პრესსამსახური ავრცელებს

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...