მთავარისიახლეებიმსოფლიომსოფლიო პატრიარქი მართლმადიდებელ ეკლესიებს მოუწოდებს უკრაინის ავტოკეფალიას მხარი დაუჭირონ

მსოფლიო პატრიარქი მართლმადიდებელ ეკლესიებს მოუწოდებს უკრაინის ავტოკეფალიას მხარი დაუჭირონ

Published on

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ყველა ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქებსა და მთავარეპისკოპოსებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს უკრაინის ახლად დაარსებული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.„ყველა ჩვენი ძალისხმევის რეალიზება მოსალოდნელია 6 იანვარს, როდესაც ჩვენ ვაპირებთ ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის ჩუქებას და დღესასწაულს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან ერთად“, – განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა, რომლის მიმართვაც გამოქვეყნებულია ვებგვერდზე „orthodoxia.info“.
კონსტანტინეპოლის პატრიარქის თქმით, უკრაინის სასულიერო პირებმა უკვე დაიწყეს ფანარზე ჩასვლა, ხოლო ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების იერარქებმა უნდა შეისწავლონ წერილის დეტალები, რათა შეუდგნენ ახალი ეკლესიის აღიარების პროცესს.ბართლომემ ამავე ეკლესიების მეთაურებს მოუწოდა, აღიარონ უკრაინის ეკლესია ავტოკეფალურ ეკლესიად. „თუკი გადავწყვეტთ ჩვენი ძმების იგნორირებას, რომლებსაც უწევთ უკრაინაში გაშმაგებული ბრძოლის გადატანა, ჩვენ არ გვექნება არავითარი გამართლება სამსჯავროს დღეს“, – ნათქვამია მსოფლიო პატრიარქის მიმართვაში.
15 დეკემბერს კიევში გამაერთიანებელი კრება ჩატარდა, რომელზეც უკრაინის სამი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება ადგილობრივი ეკლესიის შექმნის შესახებ და მის მეთაურად მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...