მთავარისიახლეებისამართალიკორტების საქმეში ბრალდებულებისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეებს ამერიკელი...

კორტების საქმეში ბრალდებულებისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეებს ამერიკელი სენატორები ეცნობიან

Published on

ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებული გიორგი ცააძის და – ირინა ცააძე, საქმის მასალებს ამერიკელ სენატორებს აცნობს.
 
ირინა ცააძემ ვაშინგტონში ორი კონკრეტული ქეისი ჩაიტანა. ერთი კორტების საქმეს, მეორე კი თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობას ეხება.
 
დაკავებული გიორგი ცააძის და გეგმავს, დასავლელ პარტნიორებს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.
 
კორტების საქმეს სტრასბურგის სასამართლოც განიხილავს, მანამდე კი მომხდარის დეტალებს ამერიკელი სენატორები გაეცნობიან.
 
ირინა ცააძემ განცხადება როი ბლანტის სახელზე უკვე შეიტანა.
 
„დღეს შევიტანე პირადად როი ბლანტის სახელზე ეს ორივე გახმაურებული საქმის ქეისი. ერთი არის კორტების სპეცოპერაცია, სადაც უკანონო პატიმრები არსებობენ საქართველოში და მეორე არის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე. სადაც ხელი მიმიწვდება, მინდა, ვაცნობო ყველას დასავლურ ქვეყნებში, რა ხდება დღეს საქართველოში, როგორი დარღვეულია ადამიანის უფლებები,“ – განაცხადა ირინა ცააძემ.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...