მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ რეგიონებში გასვლა დავიწყე, საქართველო ძლიერი იყო, როცა...

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ რეგიონებში გასვლა დავიწყე, საქართველო ძლიერი იყო, როცა რეგიონები იყო ძლიერი” – სალომე ზურაბიშვილი [Video]

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში „პრეზიდენტის ნაძვის ხეზე“ მოსახლეობას უმასპინძლა. „ზუგდიდში, როცა ვართ არ შეიძლება დავივიწყოთ ხიდს იქით ჩვენი თანამემამულეები – ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. დღეს ვართ გაყოფილი, მაგრამ ვართ ერთად. ამ დღესასწაულებზე ერთად ვართ. უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ გავერთიანდეთ, შევრიგდეთ, ეს არის ჩვენი ერთიანი მომავალი და საიდან თუ არა ზუგდიდიდან უნდა მივულოცოთ ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს დღევანდელი და ხვალინდელი დღესასწაული. ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „პრეზიდენტის ნაძვის ხე“ ტარდება აქ, ზუგდიდში და არა თბილისში, რადგან ჩვენთვის, (ამას ვიმეორებდი წინასაარჩევნო პერიოდში) რეგიონები არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველო ძლიერი იყო, როცა რეგიონები იყო ძლიერი. ამ რეგიონების სიძლიერეზე იდგა საქართველო და დღესაც ასე არის და ასე უნდა იყოს. ამიტომ გადავწყვიტე ზუგდიდიდან დამეწყო ჩემი გასვლა რეგიონებში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს იწყება ზუგდიდიდან. ეს არის კარგი საწინდარი ჩვენი ბედნიერი მომავლისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
 
მისივე თქმით, ყველამ ერთად უნდა ილოცოს, რომ ეს ქვეყანა გამთლიანდეს და იყოს ძლიერი და გაბრწყინებული.
 
 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...