მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ახალგაზრდული პოლიტიკის ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ახალგაზრდული პოლიტიკის ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დეპუტატებს განსახილველად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
 
სხდომაზე ახალგაზრდული საქმიანობისა და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობაზე, ახალგაზრდების ჯანმრთელობის დაცვისთვის და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზებისთვის შესაბამისი პირობების შექმნასა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას იმსჯელეს"სტრატეგია მომზადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული და გენდერული თანასწორობის საქმეთა განყოფილების, World Vision საქართველოს ,,სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარის განვითარების პროგრამის“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პარტნიორობის საფუძველზე და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ახალი პროექტის ,,ზრდა საქართველოში“ მიერ", –  განაცხადა კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე კიფაიამ.
 
აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს სოფლის ახალგაზრდების ჩართულობას და მათ გააქტიურებას. ბიუჯეტი კი შეადგენს 70 ათას ლარს. ეს ერთადერთი დოკუმენტია,რომელსაც საკრებულოს დეპუტატებმა ერთხმად უყარეს კენჭი. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით,მსგავს სტრატეგიულ დოკუმენტებზე სხვა კომიტეტებშიც გაგრძელდება მუშაობა. 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...