მთავარისიახლეებისაზოგადოებაგანათლების სამინისტროდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე ბაჩანა შენგელიამ პასუხად ცარიელი ფურცელი მიიღო

განათლების სამინისტროდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე ბაჩანა შენგელიამ პასუხად ცარიელი ფურცელი მიიღო

Published on

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ,რომელმაც განათლების სამინისტროს მიმართა და გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია,აცხადებს,რომ უწყებისგან „გაუგონარი“ პასუხები მიიღო. ამის შესახებ იგი განცხადებას სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს. 
„რამდენიმე დღის უკან განათლების სამინისტროს მივმართე საჯარო ინფორმაცის გამოთხოვის შესახებ წერილებით, რაზედაც სრულიად გაუგონარი პასუხები გამცეს, მაგ. პერსონალურ ინფორმაციად მიიჩნიეს საჯარო მოხელეების ზუგდიდში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მივლინების შესახებ ბრძანება, დანარჩენი პასუხებიდან არც ერთი (!) წერილი არ პასუხობდა დასმულ შეკითხვებს.
მაგრამ ერთი დოკუმენტი საერთოდ აღარ ჯდება არანაირ სტანდარტში და სრულიად წარმოუდგენელია. მე-6 საჯარო სკოლის შემოწმების საფუძვლად მითითებული წერილის #01441086 სრული ვერსიის გამოთხოვის პასუხად გამომიგზავნეს თანდართული დოკუმენტი. მართლა ეგ, არ გეჩვენებათ.“,- წერს ბაჩანა შენგელია.
ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.
 
აღნიშნულ სკოლაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახური გასული თვის შუა რიცხვებში შევიდა. უწყების ინფორმაციით, სკოლაში მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა, რომელთა შორის არის როგორც ადმინისტრაციული, ასევე ფინანსური გადაცდომები. თავად დირექტორი, კერზაია გენინსპექციის შესვლას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებდა და სამართლებრივად ბრძოლას აპირებდა. ია კერზაიას შვილი მთავარმა პროკურატურამ უკვე დაკითხა.

 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...