მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ სოციალური სახლების მშენებლობაზე დასაქმებული მუშების სახელფასო დავალიანების საკითხის შესწავლას ითხოვს

ენმ სოციალური სახლების მშენებლობაზე დასაქმებული მუშების სახელფასო დავალიანების საკითხის შესწავლას ითხოვს

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის სახლების მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს ანაზღაურება არ მიუღიათ, – ამის შესახებ  საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძემ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა და თხოვნით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს მორიგ სხდომაზე სატენდერო კომისია გამოცხადდეს და გასცეს პასუხი იმ კითხვებს, რომელიც ამ საქმესტან დაკავშირებით დაგროვდა. „10-მდე მუშაა დარჩენილი, რომლებსაც კომპანიამ ფული არ გადაუხადა. ჩვენი ფრაქციის მოკვლევით, შპს „ბუხა“ არის დისკრედიტებული კომპანია, როდესაც მან ტენდერი მოიგო. უნდა ვიკითხოთ, რატომ მიანიჭეს უპირატესობა ამ კომპანიას, რომელსაც მერიამ ფული ჩაურიცხა, ხოლო მისმა ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ ეს თანხა მუშებს არ გადაუხადა. ერთი წელია ეს პრობლემა აქთ მუშებს და ბოლობოლო ხომ უნდა გაეცეს პასუხი და დაისაჯოს ვინმე. კომპანიის წარმომ,ადგენელი საერთოდ გაქცეულია და ვერ პოულობენ“ – განაცხადა ანა წითლიძემ. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ეს პრობლემა მათთვისაც ცნობილია, მამუკა წოწერიამ ოპოზიციას პირობა მისცა რომ მომავალ საკრებულოს სხდომაზე სატენდერო კომისიის დასწრებას საკრებულო უზრუნველყოფს და საკითხზე მოკვლევა დაიწყება. კითხვაზე, რა ბერკეტი აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ ამ დარღრვევებზე პასუხი მოთხოვოს კომპანიას, მამუკა წოწერიას თქმით, „სამწუხაროდ ამის არანაირი ბერკეტი არ არსებობს“.  რაც შეეხება მუშებს, ისინი აცხადებენ, რომ სოციალური სახლები 2017 წლის დეკემბერში ჩააბარეს და ამ დრომდე ხელფასები არ მიუღიათ, მათი თქმით, რამდენჯერმე მიმართეს მერიას, გუბერნატორს, თუმცა მათი პრობლემით არავინ დაინტერესებულა.
რაც შეეხება შპს „ბუხას“, ის შეყვანილია შავ სიაში, განმარტებად კი შესყიდვების სააგენტოს მითითებული აქვს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება.
 

სიახლეები

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...

სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება

“სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება." - განაცხადა გივი მიქანაძემ. სასკოლო...

თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობაზე მივიდა

თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა - მან ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომაზე...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რესპუბლიკის...