მთავარისიახლეებიპოლიტიკაარჩევნების მეორე ტურში ხალხს ლამის დავუჩოქეთ და მერე „შევტენეთ“ ჩინჩალაძე და ეს...

არჩევნების მეორე ტურში ხალხს ლამის დავუჩოქეთ და მერე „შევტენეთ“ ჩინჩალაძე და ეს სია – გედევან ფოფხაძე

Published on

არჩევნების მეორე ტურში ხალხს ლამის დავუჩოქეთ და მერე „შევტენეთ“ ჩინჩალაძე და ეს სია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, ეს ყველა მათგანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია. „არჩევნების მეორე ტურში ჩვენ ხალხს ვთხოვეთ ნდობის ძალიან დიდი მანდატი, ლამის დავუჩოქეთ და ვუთხარით, რომ გვაპატიეთ ხალხო რაც შეგვეშალა, იცოდეთ, რომ ახლა ამ ყველაფერს წერტილი ესმება. ამის მერე ხალხს ჩინჩალაძე და ეს სია შევტენეთ. მგონია, რომ აქ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველასია. გედი ფოფხაძეს გამოიწვევ თუ არ გამოიწვევ, ვის ჩააბარებ იურიდიულ კომიტეტს, ეკა ბესელიასთან როგორ მოიქცევი – ეს კიდევ პოლიტიკური ნიუანსებია, რომელიც მეორე პლანზე შეიძლება იყოს გადასატანი. მთავარი არის ქართული მართმსაჯულება არ ჩაუვარდეთ უღირს ადამიანებს ხელში“, – განაცხადა ფოფხაძემ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...