მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრში საკადრო ცვლილებებია

ზუგდიდის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრში საკადრო ცვლილებებია

Published on

ზუგდიდის მერიის ააიპ-ის სპორტულ დაწესებულებათა ცენტრში საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ყოფილი დირექტორი ადასტურებს. „მე ფაქტიურად უამრავი გეგმა მაქვს ისევ ჩემს სამსახურში, უფრო მეტი დრო მჭირდება პრაქტიკულად, რომ განვახორციელო ის საქმე, რასაც მოსწავლე-ახალგაზრდობის ხელშეწყობა ქვია, დავგეგმო და განვავითარო ის იდეები, რაც ამ მიმართულებით მინდა გავაკეთო და როცა დირექტორი ვიყავი, ამისთვის ფაქტიურად არ მრჩებოდა იმდენი დრო. ჩვენ წლებია ერთად ვმუშაობთ, მე და გოჩა, შევთანხმდით და შეხმატკბილებულად მოვრიგდით. 31-ში მივმართე განცხადებით მერიას, გაუკვირდათ ჩემი ეს გადაწყვეტილება, მაგრამ დამთანხმდნენ, რადგან მე ისევ სამსახურის საკეთილდღეოდ გავაკეთე ეს“- განუცხადა „ოდიშინიუსს“ დავით კვაშილავამ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ-ის სპორტის სამსახურის დირექტორის პოსტზე მისი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი დაინიშნა, ხოლო დავით კვაშილავამ მოადგილის პოსტი დაიკავა. რაც შეეხება კითხვას, სხვა საკადრო ცვლილებები ხომ არ განხორციელებულა მათ სამსახურში, ან ხომ არ იგეგმება მომავალში, კვაშილავა ამბობს, რომ  ამაზე საუბარი არ ყოფილა.

სიახლეები

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილ დრაპატი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა, გუშინ...