მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის მერია - ყაჩაღობაში ბრალდებულ ილია გოგილავას ხელშეკრულება 31 დეკემბერს შეუწყდა

ზუგდიდის მერია – ყაჩაღობაში ბრალდებულ ილია გოგილავას ხელშეკრულება 31 დეკემბერს შეუწყდა

Published on

ზუგდიდის მერიაში განმარტავენ, რომ  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლენდოს" ყაჩაღობისთვის დაკავებული ილია გოგილავას შრომითი ხელშეკრულება წლის ბოლოს შეუწყდა. მერიის ადმინისტრაციის უფროსის  თენგიზ შანავას  განცხადებით, ,რ ილია გოგილავას შრომითი ხელშეკრულება 31 დეკემბერს ამოეწურა. 52 წლის ილია გოგილავას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა იარაღი და ნიღბები ამოიღეს. თავდასხმა ბანკზე 31  დეკემბერს მოხდა.

თავდამსხმელმა იარაღის მუქარით 1300 ლარი გაიტაცა. გოგილავას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს. 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...