მთავარისიახლეებიპოლიტიკაშეწყალების კომისია ზვიად ქორიძემ, ეკა გიგაურმა დაკიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა

შეწყალების კომისია ზვიად ქორიძემ, ეკა გიგაურმა დაკიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა

Published on

შეწყალების კომისია  ზვიად ქორიძემ, ეკა გიგაურმა  და კომისიის კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა.
 
ზვიად ქორიძემ, რომელიც კომიიის თავმჯდომარე იყო,    უკვე ჩააბარა პრეზიდენტის ადმინისტრაციას  განცხადება კომისიიდან გასვლის შესახებ.
ანალოგიური გადაწყვეტილება უკვე მიიღო ეკა გიგაურმა, რომელმაც  კომისიის დატოვების შესახებ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელშიც დაწერა.
 
“შეწყალების კომისიის განახლებას აპირებს პრეზიდენტიო, მაგრამ ერთი უზუსტობაა – მე ჯერ კიდევ მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, კომისიის ბოლო სხდომის შემდეგ ნოემბერში თავად დავწერე განცხადება ( კომისიის სხვა რამდენიმე წევრიც აპირებდა იგივეს თუ არ ვცდები ) და 5 წლიანი მუშაობის შემდეგ დავტოვე კომისია. ამიტომ ალბათ, უფრო შევსებას აპირებს პრეზიდენტი კომისიის განახლებასთან ერთად. 
 
წარმატებას ვუსურვებ კომისიის ახალ წევრებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ამ კომისიაში მუშაობა, რადგან გადაწყვეტილებას იღებ იმაზე, მისცე თუ არა ცხოვრების ახლებურად გაგრძელების შანსი კონკრეტულ ადამიანებს ისე, რომ არ იცი ამ შანსს გამოიყენებენ თუ არა.
 
აქვე ძალიან დიდ მადლობა მინდა გადავუხადო ზვიად ქორიძეს! მგონია, რომ ის იყო ყველაზე გამორჩეული კომისიის თავმჯდომარე“, – აცხადებს გიგაური.მისივე თქმით, პრეზიდენტი არა განახლებას აპირებს კომისიის, არამედ შევსებას, რადგან მისი ინფორმაციით, სხვა წევრებიც აპირებდნენ კომისიის დატოვებას.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...