მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ქართული ოცნების“ ოფისში ფრაქციის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

„ქართული ოცნების“ ოფისში ფრაქციის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

Published on

„ქართული ოცნების“ ოფისში ფრაქციის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
 
როგორც შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატებმა განაცხადეს, ისინი შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით იმსჯელებენ. ასევე, სავარაუდოდ, განხილული იქნება ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიერ ერთმანეთის მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადებები, სადაც კოლეგებმა ერთმანეთი არაგუნდურობაში დაადანაშაულეს.
 
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღევანდელ სხდომაზე, შესაძლოა, ეკა ბესელიას და რამდენიმე სხვა დეპუტატის გარიცხვის საკითხიც დადგეს. 
 
თავად ეკა ბესელია სხდომას არ ესწრება. ის საქართველოში არ იმყოფება.
 
. ბესელია სოციალურ ქსელში წერს, რომ  ქვეყანაში 6 იანვარს დაბრუნდება.
 
“ახლა არ ვარ საქართველოში, 6-ში ვბრუნდები და ყველას, ვისაც რამე აქვს ჩაფიქრებული, პირადად მზად ვარ ღიად და საჯაროდ ვესაუბრო. ვიცი, რა ნაბიჯი გადავდგი და რა შეიძლება მოყვეს. არ მინდა სახე დაკარგოს მან, ვისაც ვიცავდი და ვეფარებოდი. სააკაშვილის მეთოდების გამეორება ცუდად დაასრულებს ამ პროცესს. მეღიმება მაინც, ეს რამ მოაფიქრათ“, – წერს ეკა ბესელია “ფეისბუქის“ გვერდზე.
 
გუნდის თითოეული წევრის პასუხისმგებლობა უნდა იყოს, რომ გუნდის მთავარი წესი იყოს დაცული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომის დაწყებამდე ფრაქციის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა. ხუნდაძე არ აკონკრეტებს დაარღვია თუ არა ეს წესი ეკა ბესელიამ.
 
"პერსონიფიცირებისგან თავს შევიკავებ. კონკრეტული დეტალები ფრაქციაზე იქნება განხილული. გუნდის მთავარი წესი – გუნდურობა ეხება გუნდის თითოეულ წევრს. ამიტომ გუნდის თითოეული წევრის პასუხისმგებლობა უნდა იყოს, რომ გუნდის მთავარი წესი იყოს დაცული", – განაცხადა ხუნდაძემ.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...