მთავარისიახლეებისაზოგადოებაგორში 32 წლის ქალის გარდაიცვალება სავარაუდოდ, H1N1 ტიპის ვირუსს უკავშირდება

გორში 32 წლის ქალის გარდაიცვალება სავარაუდოდ, H1N1 ტიპის ვირუსს უკავშირდება

Published on

გორში სავარაუდოდ, H1N1 ტიპის ვირუსით, 32 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. სოფელ თორტიზაში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი, გორის კლინიკურ საავადმყოფოში გვიან ღამით, გრიპის სიმპტომებით მიიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გართულებული მდგომარეობის გამო, პაციენტი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ექიმების თქმით, ქალბატონმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა. 
 
გორის კლინიკურ საავადმყოფოში მისვლამდე, ოჯახს პაციენტი სხვა კერძო კლინიკაში ჰყავდა გადაყვანილი, სადაც ის არ მიიღეს. 
 
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში H1N1 ტიპის ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა.

სიახლეები

წიწაკის სპრეის შესაძენად შსს-ს წერილობითი თანხმობა დაგჭირდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც აეროზოლური მოწყობილობები (წიწაკის სპრეი) რეგულაციას დაექვემდებარება...

ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ

„ქართული ოცნება“ ახალ “საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს. პაპუაშვილის განცხადებით, იგეგმება სარჩევნო კოდექსის ფუნდამენტურ განახლება. მისივე...

საია-მ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა

საია-მ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა. ამის შესახებ იურისტებმა საგანგებო...

ტრამპის ადმინისტრაცია მკაცრ სანქციებს ჰპირდება ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობას გააგრძელებენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რესპუბლიკელები ამზადებენ კანონპროექტს, რომელიც მკაცრ სანქციებს დაუწესებს ნებისმიერ...