მთავარისიახლეებიპოლიტიკაგედევან ფოფხაძე გაიწვიეს. ის ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დაიკავებს იურიდიულ კომიტეტში

გედევან ფოფხაძე გაიწვიეს. ის ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დაიკავებს იურიდიულ კომიტეტში

Published on

ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ დღევანდელ სხდომაზე იურიდიული კომიტეტის შემადგენლობიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად გედევან ფოფხაძემ განუცხადა. შესაბამისად, მისი თქმით, ის კომიტეტში ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დაიკავებს.
 
„ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, გამომიწვიოს იურიდიული კომიტეტიდან. შესაბამისად, მე აღარ ვიქნები იურიდიული კომიტეტის წევრი ფრაქციის სახელით და ვერც ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დავიკავებ კომიტეტში. ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება, რომლის გაპროტესტებასაც ნამდვილად არ ვაპირებ. საკითხი არის არა იმის თაობაზე, თუ ვინ იქნება თავმჯდომარე ან მოადგილე, არამედ ის, თუ როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. ეს არის პრინციპული, თორემ გედი ფოფხაძე სულ რომ არ იყოს პარლამენტის წევრი, ამით პარლამენტი არ დაზარალდება“, – განაცხადა ფოფხაძემ და აღნიშნა, რომ მისი დამოკიდებულება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უარყოფითია.
 
მისივე თქმით, ის თავის პოზიციას აუცილებლად დააფიქსირებს ყველა საკითხთან დაკავშირებით.
 
„. მე ჩემს პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებ ყველა, მათ შორის ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი, რაც სათქმელია ბოლომდე ითქმება. არ მომწონს ის წესი, რომ ჩვენ ყველაფერს ვილაპარაკებთ და შენ ხმა არ ამოიღოო. ეს წესი ჩემთვის მისაღები არ არის. ის, რომ მოსამართლეების თემა ჩემთვის პრინციპული და წყალგამყოფია, ამას არ ვმალავ. აქედან გამომდინარე მგონია, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ საჯარო დისკუსიებშიც მივიღოთ მონაწილეობა და საუბარი იმაზე, რომ გუნდურობა ისაა, რომ ყველა არგუმენტი მარტო გუნდის შიგნით უნდა ითქვას და გუნდის გარეთ არ უნდა ვისაუბროთ, ეს არ არის სწორი. პოლიტიკურ პროცესს ეს ხელს უშლის“, – განაცხადა ფოფხაძემ.
 
კითხვაზე, გუნდში განსხვავებული აზრის საჯაროდ გამოთქმა იკრძალება თუ არა, ფოფხაძე პასუხობს, რომ ასეთი აზრი ირაკლი კობახიძეს აქვს.
 
„მემგონი ბატონმა კობახიძემ ეს პოზიცია რამდენჯერმე დააფიქსირა, რომ სადავო საკითხები უნდა განვიხილოთ გუნდის შიგნით და გარეთ ერთიანი პოზიციით უნდა წარვდგეთ. ყოველთვის არ მგონია, რომ ეს ოქროს წესი იყოს. ხანდახან ხალხმა უნდა იცოდეს განსხვავებული აზრი“,- აღნიშნა ფოფხაძემ.
 
ამასთან, კითხვაზე იყო თუ არა საუბარი შეხვედრაზე ეკა ბესელიაზე, ფოფხაძე ამ კითხვაზე პასუხს არ აკონკრეტებს.
 
„მიმაჩნია, რომ ეკა ბესელიაზე, თუ ის არ ესწრება სხდომას, საუბარი არ არის სწორი და ახლა დანარჩენი ვინ რაზე ილაპარაკა, თვითონ ისაუბრონ“, – აღნიშნა ფოფხაძემ.
 
შეგახსენებთ, გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა ბესელიას წარდგენით, გასულ კვირას აირჩიეს.

 
 
 
 
 

სიახლეები

აქციაზე მყოფ ფოტოგრაფს, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიები მოხვდა

29-30 ოქტომბრის ღამეს, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი მირიან მელაძე დაშავდა. მელაძე ვარაუდობს, რომ...

რაც მეტი საჯარო მოხელე გამოთქვამთ განსხვავებულ აზრს, მით მეტად დაცულები იქნებით – გახარია

პარტია "საქართელოსთვის" ლიდერი საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, ნუ შეეშინდებათ საკუთარი განსხვავებული აზრის გამოთქმა. პოლიტიკოსის თქმით,...

შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა თანამდებობა დატოვა

შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორი გიორგი გაბეხაძე წერს, რომ თანამდებობას ტოვებს: "დღეს, 2024...

“ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა” – პროფესიული კავშირების გაერთიანება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ვაცხადებთ, რომ ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში...