მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს მოსახლეობას ახალი წელი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიულოცა

საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიულოცა

Published on

მიხეილ სააკაშვილმა სპეციალური ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
 
მიხეილ სააკაშვილმა ახალი წელი ემიგრანტებს და ეთნიკურ ჯგუფებს მიულოცა. 
 
„მინდა, მივულოცო საქართველოს ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს; მინდა, მივულოცო მთელს მსოფლიოში გაბნეულ ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც თავის შრომით ინახავენ საქართველოს ძალიან დიდ ნაწილს; ნმინდა, მივულოცო საქართველოს ყველა მეგობარს, ყველას, ვინც ფიქრობს საქართველოზე, ცხოვრობს საქართველოთი. ჩემო მეგობრებო, რა თქმა უნდა, საქართველო ახლა არის რთულ სიტუაციაში – ჩვენ მოგვპარეს ახლახანს სიმწრით მოპოვებული საარჩევნო გამარჯვება. საქართველოში გაჩდნენ დამატებითო პოლიტპატიმრები, როგორც დავით კირკიტაძე, რომელიც მიემატა სხვა პოლიტპატიმრების რიცხვს, რომლებიც უსამართლოდ არიან საქართვლოს ციხეებში. საქართველოს ეკონომიკა რთულ სიტუაციაშია. თითოეულ ქართულ ოჯახს, პრაქტიკულად, ყველას, ძალიან უჭირს. ეს ყველაფერი ასეა და ამავე დროს, ჩვენი მტერი ცდილობს, თავს მოგვახვიოს ჩვენი არასრულფასოვნების კომპლექსი, დაგვაჯეროს, რომ ჩვენ არაფერს არ ვიმსახურებთ და უკეთესი ბედი ჩვენ არანაირად არ გვექნება. ვერ მივართვით!
 
"სულ რამდენიმე წლის წინ ჩვენ ვიყავით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა, რომელიც მოჰყავდა წარმატების მაგალითად ყოველ კვირას, მაგალითად, ამერიკის პრეზიდენტს, რომელზეც საუბრობდნენ აღმატებულ ტონში მთელს მსოფლიოში და რომელსაც შენატროდა მთელი ჩვენი რეგიონი. ჩვენ ვიქნებით კიდევ უფრო მაგრები და ბევრად უფრო წარმატებულები იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება მამოძრავებს, მამოძრავებდა და ყოველთვის იქნება ჩემთან ეს გრძნობა, საქართველოს განსაკუთრებულობის. ქართველი ერის განსაკუთრებული, ამაღლებული ადგილის მსოფლიო კონფიგურაციაში. ჩვენ ამ ადგილს აუცილებლად დავიმკვიდრებთ.
 
"მინდა, თითოეულ თქვენ ოჯახს ვუსურვო ბედნიერება, წარმატება, ჯანმრთელობა, ჩვენს შვილებს ნათელი მომავალი და ყველა ჩვენგანს გამარჯვება. ხალხნო, ცოტა კიდევ მოვითმინოთ, სულ ცოტა და ყველაფერი კარგად იქნება,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 

სიახლეები

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...