მთავარისიახლეებისაზოგადოებაკლინიკებში პიროტექნიკით დაშავებული 50-ზე მეტი პაციენტია მოთავსებული

კლინიკებში პიროტექნიკით დაშავებული 50-ზე მეტი პაციენტია მოთავსებული

Published on

ბათუმში, ერას მოედანზე, მერიის მიერ მოწყობილმა ფოიერვერკმა მიმართულება შეიცვალა და 9 ადამიანი მძიმედ დაშავდა. პიროტექნიკით დაშავებულებს შორის ორი უცხოელი ტურისტია.
 
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ფოიერვერკი ყველა წესის დაცვით დამონტაჟდა. რამ გამოიწვია პიროტექნიკის არასწორად აფეთქება, სამართალდამცველები გაარკვევენ. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართალი კოდექსის 124ე ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანების მუხლით.
 
მოწყვეტილი ხელის მტევნები და ამპუტირებული თითები – საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ 1 იანვარს კლინიკებში პიროტექნიკით დაშავებული 50-ზე მეტი პაციენტი შეიყვანეს. დაშავებულები ძირითადად ბავშვები არიან. უმრავლესობის შემთხვევაში მედიკოსებმა მათი თითების შენარჩუნება ვერ შეძლეს.
 
ექიმები, გასულ წელთან შედარებით, ასაფეთქებელი საშუალებებით დაშავებულთა სტატისტიკის საგანგაშო ზრდაზე საუბრობენ.
 
ქუთაისი რეფერალურ საავადმყოფოში პიროტექნიკით დაშავებული 9 მოქალაქე შეიყვანეს. ოთხ მათგანს რთული ოპერაცია – ამპუტაცია-რეპლანტაცია, ჩაუტარდა.
 
სპეციალისტები აცხადებენ, რომ წელს პიროტექნიკით დაშავებულთა სტატისტიკის ზრდა უხარისხო და ვადაგასული ასაფეთქებლების რეალიზაციამ გამოიწვია. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ამ სახიფათო პროდუქციის კონტროლის მექანიზმი.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...