მთავარისიახლეებისამართალიშვილმოკლული მამები 31 დეკემბრის ღამეს რუსთაველზე იქნებიან

შვილმოკლული მამები 31 დეკემბრის ღამეს რუსთაველზე იქნებიან

Published on

31 დეკემბრის ღამის რუსთაველზე გატარებას გეგმავენ შვილმოკლული მამები.  დღესასწაულის მიუხედავად ისინი საკუთარ გეგმებსა და მოთხოვნებზე უარის თქმას არ აპირებენ.
 
ძალაში რჩება მოთხოვნებიც – მოხდეს ერთი წლის წინ პანკისში ჩატარებული პანკისის სპეცოპერაციისა და თბილისში, ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის ობიექტური გამოძიება.
 
„მე და ზაზა ნახევარ გზაზე ბრძოლას არ მივატოვებთ. ბრძოლას გავაგრძელებთ იქამდე, სანამ არ დაისჯებიან ის ადამიანები. ჩვენთვის ახალი წელი არ არის, მანამ არ დაისჯებიან ის ადამიანები, რომელმა ადამიანებმაც ეს ახალი წელი წაგვართვეს ჩვენს შვილებთან ერთად,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
 
დამნაშავეთა დასჯას შვილმოკლული მამები უკვე ერთი წელია უშედეგოდ ითხოვენ. პროტესტი რუსთაველის გამზირზე თვეებია გრძელდება.
 
„სანამ ჭეშმარიტება არ იქნება ჩვენი შვილების საქმეებზე, იქამდე გავაგრძელებთ ბრძოლას და არავის არ ჰქონდეს იმის ილუზია, რომ რომელიმე უკან დავიხევთ,“-აცხადებს ზაზა სარალიძე.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...