მთავარისიახლეებიპოლიტიკათენგიზ ჯგუშია სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორისთვის გირაოს შეფარდებას აპროტესტებს

თენგიზ ჯგუშია სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორისთვის გირაოს შეფარდებას აპროტესტებს

Published on

მოძრაობა “სამეგრელოს ხმის” ლიდერი სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორისთვის გირაოს შეფარდებას აპროტესტებს. თენგიზ ჯგუშია დღეს მხარდამჭერებთან ერთად, რეგიონის გუბერნატორის ოფისთან მივიდა. ის ქვეყანაში შერჩევითი სამართლის არსებობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კორუფციაში მხილებული რეგიონის ყოფილი გუბერნატორის 5000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლება ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ჯგუშიას თქმით, ასევე უკანონოდ მოხდა ლევან შონიასთვის წაყენებული ბრალის გადაკვალიფიცირება არა ქრთამის აღებაზე, არამედ უკანონო საჩუქრის მიღების ფაქტზე. ოპოზიცია მოითხოვს, ხელახლა იქნას შესწავლილი სამეგრელოს რეგიონში, ლევან შონიას გუბერნატორის პოსტზე მუშაობის პერიოდში ჩატარებული ტენდერები და აუქციონები.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...