მთავარისიახლეებისაზოგადოებაბაგა-ბაღების მასწავლებლებს ხელფასები არც მომავალ წელს გაეზრდებათ

ბაგა-ბაღების მასწავლებლებს ხელფასები არც მომავალ წელს გაეზრდებათ

Published on

ბაგა-ბაღების მასწავლებლებს ხელფასები არც მომავალ წელს გაეზრდებათ. თბილისის მთავრობამ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, მაგრამ აღმზრდელების ანაზღაურებისთვის თანხა მთავარ ფინანსურ დოკუმენტში გათვალისწინებული არ არის. ამ საკითხს დღეს ოპოზიცია საკრებულოში გააპროტესტებს, სადაც წლის ბოლო სხდომა გაიმართება. დღის წესრიგშია საკითხები სოციალური პროექტების დაფინანსებისა და ობიექტების იჯარით გაცემის შესახებ.
 
„ეს არის ფიქტიური საკრებულოს სხდომა, სადაც არაფერს მნიშვნელოვანზე საუბარი არ იქნება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ორი დღის წინ იყო ჩანიშნული საკრებულოს სხდომა და თუ რაიმეს გაკეთება სურდათ შეეძლოთ გაეკეთებინათ. როცა 7 მილიონი ლარით იზრდება ბიუროკრატია მნიშვნელოვანი იქნებოდა ბაღის პედაგოგებს მომატებოდათ ხელფასი“-ამბობს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი.
 
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო – თბილისის” თავმჯდომარის მოადგილე თბილისის დავით ჟღენტი ამბობს, რომ ხელფასი არ იზრდება არც მემანქანეებისა და მეეზოვეებისთვის.
 
„ამ ფონზე იზრდება ბიუროკრატიული ხარჯები,როდესაც მაგალითად ავარიული კორპუსების გამაგრებას აკლდება თანხები“-ამბობს ჟღენტი.
 
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი ლევან ჟორჟოლიანი ამბობს, რომ გარკვეული სახელფასო ჭერი არსებობს, რომელის ფარგლებშიც წელს ბაგა-ბაღის მასწავლებელთათვის ხელფასების მომატება ვერ მოხერხდა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...