მთავარისიახლეებისამართალისასამართლომ ლევან შონიას 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. "ცხოვრებაში ქრთამი არ ამიღია" -აცხადებს იგი

სასამართლომ ლევან შონიას 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. “ცხოვრებაში ქრთამი არ ამიღია” -აცხადებს იგი

Published on

საქალაქო სასამართლომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის, ლევან შონიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.
პროკურატურა მოხელის მიერ კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე ყოფილი გუბერნატორისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. 
 
პროცესს თავად შონიაც ესწრებოდა, თუმცა მან ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ყოფილი მაღალჩინოსანი განსაკუთრებით "რუსთავი 2"- ის კითხვებმა გააღიზიანა. 
 
"არ გაგიკეთებთ კომენტარს" – ამბობს შონია, რომელმაც უპასუხოდ დატოვა კითხვა, ვინ ჩაურიცხა თანხა და როგორ გააფორმა ის საჩუქრად. 
მისი თქმით, "ცხოვრებაში ქრთამი არ ამიღია". 
 
"5 წლის განმავლობაში ლევან შონიას პოზიცია არ გაგიშუქებიათ, არცერთი პოზიტივი" – მიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ჟურნალისტს. 
 
ლევან შონიას ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მის მიმართ გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე მიმდინარეობს. 
 
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის მაისში, ლევან შონიას თხოვნით, მის მიერ მითითებული პიროვნების სახელზე, მისთვის გადასაცემად მოქალაქემ 10 000 დოლარი ჩარიცხა, რაც ლევან შონიას გადაეცა. 
ყოფილ გუბერნატორს შინაპატიმრობა, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება..

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...