გაუმაძღარ ჩინოვნიკებს აბრუნებენ – გახარიამ იზორიას არჩევნებზე მუშაობა დაუფასა

0
376
„ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მურთაზ ზოდელავას ინფორმაციით, არჩევნებამდე რამდენიმე თვის წინ, სამსახურიდან გათავისუფლებული ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი ჯუმბერ იზორია თანამდებობაზე აღადგინეს.
ცნობისთვის, ჯუმბერ იზორია მას შემდეგ დაითხოვეს სამსახურიდან, რაც მისი საცხოვრებელი სახლიდან კონტრაბანდული სიგარეტისა და საწვავის გაყიდვის ფაქტი მედიამ დააფიქსირა.
 
ჯუმბერ იზორია დღეს ამბობს, რომ გენ ინსპექციის მოკვლევის საფუძველზე, მისი ბრალეულობა საქმეში არ დადასტურდა.
 
რაც შეეხება ოპოზიციას,, როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე  მურთაზ ზოდელავა მედიასთან, მათ შორის ,, ნიუპოსტთან '' საუბარში აცხადებს,  პოლიციის მაღალჩინოსანს გახარიამ არჩევნებზე მუშაობა დაუფასა.
 
მისი  განცხადებით,   იზორიას ჩხოროწყუში პარალელური შტაბი ჰქონდა გახსნილი, სადაც ავღანელთა კავშირი ჰყავდა მობილიზებული, რომლის თავმჯდომარეც რეგიონში თავად არის. 
 
"მას შტაბში მობილიზებული ჰყავდა ძველი ბიჭები, ნარკომანები. ამ შტაბიდან ნარკოტიკების დარიგება ხდებოდა. ამ შტაბიდან ხდებოდა გარკვეული მანიპულაციები, მაგალითად, მძღოლებისთვის ჯარიმების გაუქმება, პირობითის გაუქმების საკითხებისა და პატიმრების გამოშვების შეთანხმება. ამავე შტაბიდან ხდებოდა შავი ფულის "ქეშად" გაცემა, ანუ ამომრჩევლის მოსყიდვა. ამიტომ, როგორც ჩანს გახარიამ ჩათვალა, რომ მან კარგად შეასრულა დავალება"- თქვა მურთაზ ზოდელავამ. 
 
:გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, „საქართველოში კანონზე მაღლა ერთი კაცი – ბიძინა ივანიშვილი დგას“. სწორედ ამ რაკურსით ადარებს იგი  ჩხოროწყუს პოლიციის უფროსის საქმეს თემურ აბაზოვის საქმეს : 
 
„ეს ფაქტი არის იმის ანალოგი, რაც მოხდა თემურ აბაზოვთან მიმართებით. გახსოვთ, როგორ გაუსწორდა მარნეულის მერი რიგით მოქალაქეს.
 
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მოძალადე თვალთმაქცურად დააკავა "ოცნებამ", რითაც ოდნავ გაიკეთილშობილა სახე, მაგრამ როგორც კი არჩევნები მიილია, მაშინვე რეალურ სახეს უბრუნდება ივანიშვილის ხელისუფლება.
 
სწორედ ამ რეალური სახის რეალური მაგალითებია აბაზოვი, ჯუმბერ იზორია, რომელიც გახარიამ არჩევნებამდე მოხსნა, როგორც კორუმპირებული და იმის მაგალითად, როგორი არ უნდა იყოს ადგილობრივი ჩინოვნიკი. არჩევნებიდან მალევე, ამ ადამიანებმა ნიღაბი მოიხსნეს და გახდნენ ნატურალურები – ისევ გაუმაძღარ ჩინოვნიკებს აბრუნებენ".  "ქართული ოცნების" სახე აბაზოვი და ჯუმბერ იზორიაა და არა ის, რაც გააკეთეს წინასაარჩევნოდ, როცა პოლიტიკური მაკიაჟი გაიკეთეს"-  აღნიშნა  მურთაზ ზოდელავამ.
 
წინა სტატია,,არც ერთი ნაბიჯი წინ და უამრავი ნაბიჯი უკან! ” – ასე შეაფასა ,,დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ 2018 წლის პოლიტიკური პროცესები
შემდეგი სტატიაეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური