,,ეკა ბესელიას გადადგომა ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.” ქართული სახელმწიფო, ოპერეტის უნიჭო დადგმას დაემსგავსა” – ოპოზიციაში ეკა ბესელიას ეხმაურებიან

0
403
ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე  არ იზიარებს, უმრავლესობის წევრთა რიტორიკას, რომლის თანახმადაც, ბესელიამ პოსტი ვანო ზარდიაშვილთან დაპირისპირების გამო დატოვა.დარწმუნებულია, რომ ეკა ბესელიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომა ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.
 
"ქართულ ოცნებას დიდი ხანია გადაწყვეტილი ჰქონდა გაეშვა ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტიდან. როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება შეთანხმებულია ივანიშვილთან, რადგან ამ ქვეყანაში ყველაფერს სწორედ ის წყვეტს – ვინ რა თანამდებობაზე იქნება. ასე, რომ მოიშორეს ბესელია, რომლის გადადგომაც დიდი ხანია გადაწყვეტილი იყო.
 
დარწმუნებული ვარ, რომ ის მიზეზი, რაც ბესელიამ დაასახელა – დაპირისპირება ზარდიაშვილთან, ტყუილია.
 
ქალბატონი ბესელია ზარდიაშვილთან წლების განმავლობაში მუშაობდა და მთელი ეს პერიოდი, მას ეს ფაქტი დისკომფორტს არ უქმნიდა. ისევე, როგორც გვრიტიშვილის მოსამართლედ ყოფნა არ უქმნიდა მას უხერხულობას, ისევე როგორც ჩინჩალაძის აღზევება და გადმოპორტირება ოცნებაში.
 
„გზა ციხის საკნისკენ დაწყებულია. ღარიბაშვილი ამბობდა: ნაცმოძრაობა რადარებიდანაა გამქრალიაო და დღეს აღარავის ახსოვს ეს პატარა და ანჩხლი ადამიანი.კვირიკაშვილი ასევე მოუსვლელშია გამგზავრებული – ასე ეხმაურება ;სამოქალაქო აქტივისტი დავით ნებიერიძე ეკა ბესელიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლას
 
ეს ამაზრზენი ქალი სამადაშვილის გაგდებას აპირებდა იურიდიული კომიტეტიდან და დღეს თავად მას ამოარტყეს პანჩური…“- წერს დავით ნებიერიძე.,
 
რაც შეეხება თვად  ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილს, იგი სოციალურ ქსელში ეხმაურება ბესელიას წასვლასაც და მის განცხადებასაც  იმასთან დაკავშირებით, რომ ის აპირებს სალომე სამადაშვილს უჩივლოს, 
 
„რაზე მიპირებს ჩივილს, აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე, ვერ დავადგინე. ბესელიას ვირეშმაკობაზე გაერთობოდა ადამიანი, ქვეყანა რომ არ იყოს განადგურებული კოლექტიური ბესელიას ხელში. მოსამართლეების თემას აეკიდა, გაგდებით მაინც მაგდებს, დაჭერას გადავურჩეო. მურუსიძის და ჩინჩალაძის არსებობა, ბიძინას შავ სიაში როდესაც აღმოჩნდა, მას შემდეგ შეიტყო. თანამდებობების, გავლენის სფეროების, ბიზნესების გადანაწილებით არიან დაკავებულები, როდესაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მცირდება და სიღარიბე იზრდება. მართლაც კომიკურ მოვლენად გადააქციეს ქართული სახელმწიფო, ოპერეტის უნიჭო დადგმას დაემსგავსა.“- წერს სალომე სამადაშვილი ფეისბუკზე.
 
წინა სტატიაეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ კომპლიმენტები გაცვალეს და შედეგიც: – ვანო ზარდიაშვილს გედევან ფოფხაძე შეცვლის
შემდეგი სტატიადიდთოვლობამ სვანეთში პრობლემები შექმნა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური