მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა ბესელია 14:00 საათზე პარლამენტში საგანგებო განცხადებას გააკეთებს - სავარაუდოდ ...

ეკა ბესელია 14:00 საათზე პარლამენტში საგანგებო განცხადებას გააკეთებს – სავარაუდოდ იგი თავისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრებს.

Published on

გავრცელებული ინფრომაციით, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შესაძლოა, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. კერძოდ, კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და ასევე, მისი პირველი მოადგილე, ვანო ზარდიაშვილი დაკავებულ თანამდებობეს დატოვონ.
 
იურიდიული კომიტეტის ჯერჯერობით მოქმედი თავმჯდომარე ეკა ბესელია 14:00 საათზე პარლამენტში საგანგებო განცხადების გააკეთებს. განცხადების შინაარსი უცნობია, თუმცა ბესელია, სავარაუდოდ, მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრებს. 
 
 
ბესელიას გადადგომის შესახებ ხმები დიდი ხანია ვრცელდება. „ოცნების“ კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ მას ურთერთობა დაეძაბა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან.  არის საუბარი იმაზეც, რომ  თანამდებობის დატოვება ირაკლი კობახიძესაც მოუწევს. ბესელიას გადადგომა საპარლამენტო ცვლილებების შესაძლოა, პირველი ტალღა იყოს.
 
ბესელიას გადადგომის საბაბი, როგორც ამბობენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზნაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უკავშირდებოდეს.
 
იურიდიულ კომიტეტში მოსალოდნელ ცვლილებებს გია ვოლსკი არ ადასტურებს. მისი თქმით, არა აქვს ინფორმაცია, რომ კომიტეტს ბესელია თავის  მოადგილესთან ერთად ტოვებს, 
 
იურიდიული კომიტეტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი კი აცხადებს: "უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია ჩავარდა, ეს არის იურიდიული კომიტეტის დიდი დამსახურება. კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას ლომის წილი მიუძღვის. ყველანი ვთანხმდებით, რომ კრიტერიუმები საჭიროა. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით ჩვენ განვსაზღვრავთ რამდენიმე ათეულ წელს და განვსაზღვრავთ უამრავი ადამიანის ბედს. შესაბამისად, არ მინდა ისეთი გადაწყვეტილება მივიღო, რომელიც მე თვითონ ჩამაყენებს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში მთელი ცხოვრების განმავლობაში, იმიტომ რომ ყველას ეცოდინება ამ ადამიანებს ვინ დაუჭირა მხარი. შესაბამისად, მინდა ისეთ პროცესში მონაწილეობის მირება , სადაც ძალიან დიდი ხნის მანძილზე საკუთარ სინდისთან ვიქნები მართალი და იმ ხალხთან ვინც მე პარლამენტში ამირჩია." – ამბობს 
 
 
 

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...