მთავარისიახლეებისამართალიმალხაზ მაჩალიკაშვილი: ამ ხელისუფლებაში ერთი ადამიანი არ გამოჩნდა, რომ სიმართლე ეთქვა ...

მალხაზ მაჩალიკაშვილი: ამ ხელისუფლებაში ერთი ადამიანი არ გამოჩნდა, რომ სიმართლე ეთქვა და მინდოდა თუ არა, ამათი მტერი გავხდი

Published on

 
დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ერთი წელი გავიდა.  თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი და არასამთავრობო ორგანიზაცია EMC პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. ამის შესახებ დღეს EMC-ის თანასწორობის პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებთან – მალხაზ მაჩალიკაშვილთან და მედიკო მარგოშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
 
საქმეზე გამოძიება პროკურატურამ ფორმალურად დაიწყო, თუმცა, მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ მიმდინარე გამოძიება არის ეფექტური. გამოძიების საწყის ეტაპზევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუშვა არსებითი შეცდომები, რამაც ჩვენ გადაგვიწურა იმედი, რომ გამოძიებას რაიმე შედეგი ექნებოდა. შემთხვევის ადგილზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებები სუს-მა და მისმა თანამშრომლებმა ამოიღეს და გვიჩნდება ეჭვი, რომ ამ მტკიცებულებების ნაწილი ფაბრიკაციაა ან საერთოდ განადგურდა, რამაც გამოძიების პროცესი არსებითად დააზიანა და პროკურატურის ამ საქმეში მონაწილეობა ფორმალური გახადა.ამ გამოძიებაში ვერანაირი შედეგი ვერ ვნახეთ, ვითხოვთ, ამ საქმეში პარლამენტის შემოყვანას”,- განაცხადა თამთა მიქელაძემ. 
 
ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დროს, თემირლანს თავზე ვედექი და პირველი შეკითხვა დავუსვი ყოვლისშემძლე ალაჰს – “რატომ ეს?!”, – ამის სახებ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა საქმეზე დაწყებული გამოძიების შედეგების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მან საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.
 
მისი თქმით, ის მიმდინარე წლის 26 დეკემბრამდე ელოდებოდა ხელისუფლებას, რომ მისთვის ბოდიში მაინც მოეხადათ.
 
„ცოტა ხნის წინ გავაკეთე განცხადება, რომ მე დავიცდიდი, ხელისუფლება 26 დეკემბრამდე რა პასუხს გამცემდა. ჩემი მთავარი მოთხოვნა იყო, 26 დეკემბრამდე სახელმწიფოს შეცდომა ეღიარებინა. ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დროს, თემირლანს თავზე ვედექი და პირველი შეკითხვა დავუსვი ყოვლისშემძლე ალაჰს – “რატომ ეს?!” როცა თემირლანს დავხედე, მაშინვე მივხვდი, რომ გასროლის წამშივე მოკლული იყო და ეს დავმალე იმიტომ, რომ დედამისს, მის დას ან ბებიას გული არ გაუსკდეს-მეთქი. მე თვითონ, ჩემს თავში დავრწმუნდი, რომ ძალიან ძლიერი ადამიანი ვყოფილვარ, იმიტომ, რომ აქამდე მოვედი. პირველი დღიდან ამას ვამბობდი, რომ ამ ხელისუფლების ხელში არაფრის იმედი არ მაქვს. ამას იმიტომ ვამბობდი, რომ როდესაც სახელმწიფო ასეთ შეცდომას უშვებს, იქ გამორიცხულია, მან რაღაც შედეგი დადოს და სიმართლე თქვას.
 
ამ ხელისუფლებაში ერთი ადამიანი არ გამოჩნდა, რომ სიმართლე ეთქვა. მთლიანად არ მოვითხოვ სიმართლეს, რაღაც პროცენტულად მაინც რომ ეთქვა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, “ოცნების გუნდში” ყველა ერთმანეთზე უარესი გამოვიდა და მინდოდა თუ არა, ამათი მტერი გავხდი.
 
მე ველოდებოდი, იქნება 26 დეკემბრამდე რამე გამოხმაურება ყოფილიყო, იქნებ ჩემთვის ბოდიშით მაინც მოემართათ, მაგრამ არაუშავს”, – აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
 
მისივე თქმით, სპეცოპერაციის შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილთან სუს-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, ამიტომ ხელყუმბარასთან დაკავშირებული ეპიზოდი სიმართლეს არ შეესაბამება.
 
„3 საათის განმავლობაში თემირლანის ცხედარი სუს-ის მაღალჩინოსნებთან იყო, სანამ ხელყუმბარა არ მოიტანეს, საავადმყოფოში მანამდე არ გადაიყვანეს. საავადმყოფოში არა კატასტროფის ბრიგადის მიერ, არამედ თავიანთივე მანქანით არის გადაყვანილი ”, -განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....