მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ თენგიზ ქობალიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ თენგიზ ქობალიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

Published on

ზუგდიდის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ თენგიზ ქობალიას,რომელიც გუშინ დააკავეს, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.დაკავებულის ადვოკატი იოსებ ჯანაშია აცხადებს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მოთხოვნა გირაოს თაობაზე, მისი თქმით , სასამართლომ უარი თქვა 60 ათასი ლარის ოდენობის გირაო შესთავაზებაზე უძრავი ქონების გარანტიით.ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და დუმილის უფლებას იყენებს.,,განმარტეს, რომ მაღალი საჯარო ინტერესის გამო უნდა დარჩეს პატიმრობაში. პეოკურატურა ითხოვდა პატიმრობას და სასამართლომ ამ ნაწილში პროკურატურის ინტერესი დააკმაყოფილა,, – განაცხადა იოსებ ჯანაშიამ. მასთან ერთად პატიმრობაში დატოვეს მეორე დაკავებული ხუტა ბაღათურია, რომელიც ასევე ბრალს არ აღიარებს. მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია და მოქალაქე ხუტა ბაღათურია სუს- ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა 24 დეკემბერს დააკავა, ორივე მათგანს ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა და ცრუ ჩვენების მიცემა ედებათ. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით. ქობალიასა და ბაღათურიას დაკავებას წინ უძღოდა კორუფციული გარიგებებისთვის ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიასა და ვიცე მერის, გია გულორდავას დაკავება.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...