მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილმა საკუთარი მრჩეველთა გუნდი წარმოადგინა

სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი მრჩეველთა გუნდი წარმოადგინა

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი მრჩეველთა გუნდი წარმოადგინა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჯერჯერობით, მხოლოდ გუნდის ნაწილი ჰყავს დაკომპლექტებული.
 
„როგორც დაგპირდით, დღეს წარმოგიდგენთ ჩემი გუნდის ნაწილს, რომელიც დღეს ინიშნება, მრჩეველთა გუნდს. როგორც იცით, საკმაოდ შეზღუდულები ვართ ამ მომენტში და სანამ არ ჩატარდება სრული რეორგანიზაცია და კონკურსი იმისთვის, რომ დავაკომპლექტოთ ბოლომდე ის ადგილები, რაც შტატით გვეკუთვნის, მაგრამ ჩვენ ვიწყებთ ამ ფორმატში მუშაობას. როგორც უკვე ნათქვამი მქონდა, ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა ლაშა ჟვანია, ქეთევან მახარაშვილი იქნება ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, მას დაევალება ეთნიკურ უმცირესობასთან და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებში პრეზიდენტის საქმიანობის კოორდინაცია, დროებით, ასევე პრესსპიკერის ფუნქციებს შეითავსებს. დიმიტრი გაბუნია უკვე არის ჩვენი საპარლამენტო მდივანი.
 
სიმონ პეტრედისი იქნება მრჩეველი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხებში. როგორც ხედავთ, პრეზიდენტის სასახლე არ არის ბოლომდე ადაპტირებული, როგორც შშმ პირებისთვის არის საჭირო და ჩვენ ამ ცვლილებებს დავიწყებთ პრეზიდენტის სასახლიდან.
 
ასევე, ნათია სულავა იქნება მრჩეველი დიასპორის, ასევე მოქალაქეობის საკითხებში, ალექსი ბარბაქაძე – სამხედრო საკითხებში მრჩეველი, ირინა შენგელია -საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების საკითხებში მრჩეველი, კოტე ნაცვლიშვილი – მრჩეველი კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში. ეს არის დღევანდელი დღისთვის ჩვენი გუნდი“ , – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
 
მან ასევე წარადგინა სტაჟიორი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პიერ ალექსანდრ კრევუ, რომელიც, მისი თქმით, არის ქართველი, ცხოვრობდა ემიგრაციაში და სტაჟირების შემდეგ პრეზიდენტის გუნდის წევრი გახდება.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...