მთავარისიახლეებისაზოგადოებაH1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ამჯერად - ქუთაისში

H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ამჯერად – ქუთაისში

Published on

H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, შემთხვევა ქუთაისში დაფიქსირდა. აღნიშნული ინფორმაცია დღეს ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა.
 
დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ ბათუმში 53 წლის ქალის გარდაცვალების შემდეგ, კიდევ ერთი შემთხვევა ქუთაისში დაფიქსირდა.ორივე ეს ადამიანი მაღალი რისკის ჯგუფი იყო, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა", -განაცხდა სერგეენკომ.
 
.მინისტრის   განცხადებით, დაავადებულთა რაოდენობა მატულობს, თუმცა ეპიდემიის რისკი ჯერჯერობით სახეზე არ არის..
 
„სეზონური გრიპით ავადობას, საბედნიეროდ, ჯერ ეპიდემიის ზღვრის ნახევარზეა და ვიმედოვნებთ, არც მივაღწევთ ეპიდემიის ზღვარს. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ გრიპის სიმპტომების დაწყებისას მიმართოს ექიმს. 
 
„აცივდა, შესაბამისად, მოიმატა გრიპისმაგვარმა დაავადებებმა. დღეს ვისაც გრიპი აქვს, ეს არის H1N1 ვირუსი აბსოლუტურ უმრავლესობაში, ცოტა, მაგრამ არის H3N2 გრიპის ვირუსი, თუმცა არ გამქრალა სხვა ვირუსებიც, ისინი ცირკულირებენ. ძირითადად ყველა არის ავად ამ ვირუსით. ამჟამად გვაქვს 221 მიმართვიანობა 100 000 მოქალაქეზე. ს არის იგივე რაოდენობის მიმართვიანობა, რაც გვქონდა 2 წლის წინაც. დაახლოებით 2-ჯერ მეტია ვიდრე იყო შარშან. მარტალია, გარდაცვალების  შემთხვევა უკვე აღრიცხულია, მაგრამ ამავე დროს ათასობით ადამიანმა უკვე გადაიტანა ეს ვირუსი დიდი პრობლემების გარეშე“, –  ამის შესახებ კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა. – ეპიდემიური ზღვარი არის 450-500 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე საქართველოს შემთვევაში. ეპიდემიამდე არ ვართ მაგრამ, ეს არავის შეღავათს არ აძლევს, ვინც უკვე ავად არის.
 
იმნაძემ  ასევე გრიპის მიმდინარეობაზე და სიმპტომებზეც ისაუბრა.
 
„ვირუსი იწყება ტემპერატურის უეცარი მატებით, მათ შორის შეიძლება იყოს 38,5, 39,5-ზე მეტი და 40 გრადუსიც, თავის და ყელის ძლიერი ტკივილით, კუნთების, სახსრების ტკივილით და ხველებით. ვირუსი ჩვეულებრივ გრძელდება 7 დღის განმავლობაში, მეტ-ნაკლები ინტენსივობით",- განაცხადა იმნაძემ.
 
მისივე თქმით, სასურველია, რომ მსგავს შემთხვევაში ავადმყოფი სახლში დარჩეს.
 
"ავადმყოფი ადამიანი პირველ რიგში უნდა იყოს სახლში, არ უნდა წავიდეს სკოლაში, სამსახურში, ბაღში. უმჯობესია წოლითი რეჟიმი, რომ ორგანიზმს მივცეთ საშუალება ებრძოლოს ვირუსს, ნუ გადავტვირთავთ ორგანიზმს, ბევრი სითხე უნდა მივიღოთ და 38,5 -ს თუ გადასცდა ტემპერატურა აუცილებლად რომელიმე სიცხის დამწევი გამოვიყენოთ, ძირითადად პარაცეტამოლის ჯგუფის, მაგრამ არის გარკვეული წესი, რომ ბავშვს თუ აქვს სიცხე 38,5-ზე მეტი ერთი დღის განმავლობაში, აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა, თუ დიდს აქვს მაღალი ტემპერატურა 3 დღის განმავლობაში, მანაც უნდა მიმართოს ექიმს",- განაცხადა პაატა იმნაძემ.
 
.

 
 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...