მთავარისიახლეებიპოლიტიკაზეწოლა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე - განათლების კომიტეტში სამინისტროს წარმომადგენელთა შეხვედრა...

ზეწოლა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე – განათლების კომიტეტში სამინისტროს წარმომადგენელთა შეხვედრა გადაიდო

Published on

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე განხორციელებული შესაძლო პოლიტიკური ზეწოლა – პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომა, სადაც დეპუტატებს განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლებისგან ახსნა-განმარტებები უნდა მოესმინათ, გადაიდო.
 
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სამინისტრომ დამატებითი მასალების მოსაძიებლად რამდენიმე დღიანი ვადა ითხოვა.
 
მარიამ ჯაში ამბობს, რომ დამატებითი დროის მიცემასთან დაკავშირებით გადაწვეტილება, სრულყოფილი ინფორმაციის მიღების მიზნით მიიღო. მისივე თქმით, შესწავლილი იქნება, უწყების მიერ 2018 წლის განმავლობაში სკოლებში ჩატარებული ყველა ინსპექტირება.
 
„სრული სურათის დანახვა მე ვფიქრობ არის უაღრესად მნიშვნელოვანი კომიტეტისთვის და სწორედ ამ საფუძვლიდან გამომდინარე, მე მიზანშეწონილად ჩავთვალე დამატებითი დროის მიცემა სამინისტროსთვის. პარასკევს, 28 დეკემბერს ჩვენ გვექნება სხდომა და განვიხილავთ გენერალური ინსპექციის მიერ, 2018 წლის მანძილზე ჩატარებული ყველა სკოლის ინსპექციის შემთხვევას, ზოგად სურათს და ამ მონაცემების საფუძველზე ვფიქრობ ჩვენ გვექნება მეტი ანალიზის საშუალება ზუგდიდის მე-6 სკოლის შემთხვევასთან დაკავშირებით,“-განაცხადა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაშმა.
 
ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ დროის გაჭიანურების მცდელობაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ნათელია, რომ ია კერზაიაზე პოლიტიკური ზეწოლა განხორციელდა.
 
„ამ დროის განმავლობაში თუ რამე უნდა შეესწავლათ, აქამდე უნდა ყოფილიყო შესწავლილ. ახლა დროს აჭიანურებენ. ფაქტია, რომ აქ იყო გამოხატული პოლიტიკური ნიშნით დევნა. მინისტრმა ერთ დღეში დაწერა ფაქტობრივად ბრძანება, მას შემდეგ რაც შევიდა წერილი და ჯგუფი წავიდა ინსპექტირებაზე,“-განაცხადა სერგო რატიანმა.
 

სიახლეები

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...

ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მანქანა ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია...