მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტი გადაიქცა მთავრობის ნოტარიუსად - ,,პატრიოტთა ალიანსისა'' და ,,ნაციონალური მოძრაობის'' დეპუტატების მოსაზრებათა...

პარლამენტი გადაიქცა მთავრობის ნოტარიუსად – ,,პატრიოტთა ალიანსისა” და ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატების მოსაზრებათა გადაკვეთის წერტილი

Published on

პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე" საბაჟო კოდექსის" შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. როგორც ირკვევა, .კანონპროექტი 2000 გვერდზე მეტია და მას ისე განიხილავენ, რომ დეპუტატებს არც კი წაუკითხავთ, სწორედ ამიტომ მოითხოვენ რომან გოცირიძე და დავით ჭიჭინაძე საკითხის განხილვის შეწყვეტას, თუმცა მათი მოთხოვნა  საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაითვალისწინა.
 
როგორც რომან გოცირიძე განმარტავს, .- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა. ის 
 
„საბაჟო კოდექსი“ არავის წაუკითხავს, არც არავინ წაიკითხავს.  სად იყვნენ აქამდე" – განაცხადა რომან გოცირიძემ. – ორ დღეში უნდათ მიიღონ 2000- გვერდიანი დოკუმენტი. ვერ წავიკითხავთ ამას. მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა პარლამენტზე და პარლამენტმა უნდა შეწყვიტოს „საბაჟო კოდექსის“ განხილვა, რომ მერე მშვიდ ვითარებაში იყოს განხილული ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი. მთავრობა თავის დროზე ვერაფერს აკეთებს დროულად და მერე დეპუტატებს აიძულებენ მიიღონ ისეთი დოკუმენტები, რომელიც არავის აქვს შესწავლილი. შეიძლება ამ და თანმდევ სხვა დოკუმენტებს კორუფციის რისკებიც ახლდეს, ამიტომ უნდა მთავრობას მისი "გაპარება" .პარლამენტი გადაიქცა მთავრობის ნოტარიუსად, 
 
შემოგვრეკავენ აქ ნახირივით და ბეჭდებს გვარტყმევინებენ კანონებზე, – განაცხადაფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის" წევრმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტში, 
 
„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პარლამენტი კი არ არის, რაღაც ფორმალიზმის ბუდედ გადაიქცა ეს ყველაფერი. მაინტერესებს როგორ აპირებენ დეპუტატები საკითხის განხილვას, როცა არც კი აქვთ წაკითხული კანონპროექტი. რა კითხვები აქვთ კოლეგებს? ბევრი ნიუანსია ალბათ, რაც გამორჩება. პროტესტის ფორმად ალბათ ისღა რჩება, რომ კომიტეტზე კვორუმები არ შედგეს. ნოტარიუსის კანტორად გადაიქცა აქაურობა, შემოგვრეკავენ აქ ნახირივით და ბეჭდებს გვარტყმევინებენ", – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ, რომელმაც . კომიტეტის სხდომის დაწყებისას   „საბაჟო კოდექსის“ დაჩქარებულად განხილვა გააპროტესტა.
 
დეპუტატების პროტესტის მიუხედავად, კომიტეტზე კანონპროექტს მაინც განიხილავენ.
 

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...