მთავარისიახლეებისაზოგადოებააბაშაში TBC ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ინკასატორის დამყაჩაღებლები დააკავეს

აბაშაში TBC ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ინკასატორის დამყაჩაღებლები დააკავეს

Published on

აბაშაში TBC ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ინკასატორის დაყაჩაღების ფაქტზე სამართალდამცველებმა ორი პირი აიყვანეს. მათ ბრალი ასევე ედებათ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში.
 
შემთხვევა გაზაფხულზე მოხდა, 
 
TBC ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ინკასატორმა მამუკა ჩოჩიამ სწრაფი გადახდის აპარატებიდან ამოღებული ფულის ბანკში შეტანა საღამოს ვერ მოასწრო, შემდეგ კი უქმე დღეები დაემთხვა. მთლიანი თანხა მან თავის საცხოვრებელ სახლში შეინახა.
 
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულებმა აღმაშენებლის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ინკასატორს სახლიდან 250 ათასი ლარი გასტაცეს. 

 
.აღნიშნული დანაშაულის შესახებ ინფორმაცია 9 მარტს გავრცელდა, თუმცა მაშინ საუბარი იყო 200 ათას ლარზე.
 
ბრალდებულები 39 და 25 წლის არიან. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო
 
გამოძიება მიმდინარეობს  სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და ითვალისწინებს 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

 
 

სიახლეები

ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება

2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის...

უკრაინაში მოკლეს კუბელი მოხალისე, რომელიც ოკუპანტთა მხარეს საომრად აფხაზეთიდან ჩავიდა

ოკუპირებულ აფხაზეთში 19 ნოემბერს დაკრძალავენ ვალდეს რივერო ხუან კარლოსს, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა და...

ეს არის დიქტატურა-დიასპორა აქციებს აანონსებს

ეს არის სუფთა დიქტატურა, - ასე აფასებს საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი “ოცნების“...

ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც უკრაინის გაძლიერებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 17 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას,...