მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ლევან შონიას საჩივარი ანა წითლიძისა და მურთაზ ზოდელავას წინააღმდეგ...

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ლევან შონიას საჩივარი ანა წითლიძისა და მურთაზ ზოდელავას წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

Published on

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის, ლევან შონიას საჩივარი ანა წითლიძისა და მურთაზ ზოდელავას წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ლევან შონიას შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დააკისრა.
 
კერძოდ, ენმ-ს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს ანა წითლიძეს დაევალა, „ლაივპრესში“, „ათინათსა“ და „რუსთავი2“-ზე გავრცელებული ცნობის უარყოფა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი აფხაზეთიდან კონტრაბანდას მფარველობდა.
 
რაც შეეხება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს მურთაზ ზოდელავას, მას ასევე მის მიერ „რუსთავი2“-ით გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაევალა, სადაც ის საუბრობს, რომ ლევან შონია კავშირშია კონტრაბანდისტ ოკუპანტებთან და სეპარატისტებთან.
 
მოსამართლის გადაწყვეტილებას არ იზიარებს თავად ანა წითლიძე და მას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას უწოდებს. "არც ერთი სიტყვა უკან არ მიმაქვს, რადგან ეს განცხადებები არ არის ცილისწამება. ეს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც მოსამართლემ შეასრულა", – აღნიშნა წითლიძემ.
 
ყოფილი გუბერნატორის ადვოკატი როლანდ შონია მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება სამართლიანია და კიდევ ერთხელ დადასტურდა "ნაციონალური მოძრაობის" დესტრუქციულობა და ცილისმწამებლური განცხადებები.
 
შონიამ ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ სარჩელი გუბერნატორის თანამდებობაზე ყოფნისას შეიტანა. გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ ოპოზიციური პარტიის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომელიც მედიასაშუალების მეშვეობით ვრცელდებოდა, არ შეიცავდა სიმართლეს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდა.

სიახლეები

საქართველო ევროპაა! არა რუსეთს”, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს,...

“იმედი” ჟურნალისტმა ლევან მორჩიაშვილმა დატოვა

ტელეკომპანია "იმედი" ჟურნალისტმა ლევან მორჩიაშვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

სამეგრელო ზემო-სვანეთში მომუშავე ჟურნალისტებმა,ოპერატორებმა და ფოტოგრაფებმა საპროტესტო აქცია გამართეს

მედია ტერორისა და რეპრესიების წინაღმდეგ, როგორც მტელი საქართველოს მაშტაბით აგრეთვე,ზუგდიდშიც სამეგრელო ზემო სვანეთში მომუშავე...

“მთავარი დამუშავება “მარშრუტკაში” იწყება, ხუთნი ამოდიან მონაცვლეობით და გირტყამენ” – სასტიკი დეტალები, რომელთაც აქციის მონაწილეები ჰყვებიან

რამდენი სპეცრაზმელი ურტყამს და სად, რა მეთოდებს იყენებენ, როგორ ამცირებენ აქციის მონაწილეებს, როოგორ დასცინიან...