მთავარისიახლეებისაზოგადოებაშოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში CIO-ს პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში CIO-ს პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

Published on

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კომპანია კავკასიის საერთაშორისო ოლიმპიადამ პროგრამის პრეზენტაცია გამართა. კომპანიის საქმიანობის სფეროა სასკოლო ოლიმპიადები კერძოდ, კლასები მე-3-დან მე-12-მდე. ოლიმპიადის ძირითადი მიზანია სკოლებში  ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, წახალისება და მოტივაციის ამაღლება.კომპანია  გარკვეულ პასუხისმგებლობას იღებს თავისი წვლილი შეიტანოს  და ფეხი აუწყოს გლობალიზაციის ამ შეუქცევად პროცესს.კავკასიის საერთაშორისო ოლიმპიადა აპირებს ჩაატაროს სასკოლო ოლიმპიადა ინგლისურ, ქართულ ენასა და მათემატიკაში. ოლიმპიადა სხვებისგან განსხვავდება მისი ინოვაციური წამოწყებით  ბაზარზე, რაც გულისხმობს ტესტირების ჩატარებას ინდივიდუალურად კომპიუტერებთან, CIO-ს ელექტრონული სისტემა  მიახლოებულია საატესტატო გამოცდების სტრუქტურასთან, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს საგამოცდო გარემოსთან მაქსიმალურ ადაპტირებასა და კომპიუტერული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში, მსგავსი გამოცდილება მოსწავლეს უყალიბებს დროის ეფექტურად მართვის უნარს. კომპანია უნივერსიტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა და შესაბამისად ტესტირებას მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფს კომპანიის გენერალური პარტნიორი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. პროექტის გენერალური სპონსორია კომპანია  მარმაქს ჯორჯია.ამ ეტაპზე კომპანია CIO-ს მიერ განხორციელებული  ინოვაციური პროექტი მოიცავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს.  კომპანია სამომავლოდ გაფართოებას აპირებს და პროექტის განხორციელებას მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს. პრეზენტაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო და  კერძო სკოლის დირექტორები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი და ადგილობრივი მედია ესწრებოდა. შეხვედრის დასაწყისში პატივი მიაგეს მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას ხსოვნას.
 

სიახლეები

ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს...

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...