მთავარისიახლეებიპოლიტიკანატო-ს ძირითადი პრიორიტეტები მომავალი წლისათვის: ომი უკრაინაში, რუსეთთან ურთიერთობა, ტერორიზმი და კიბერთავდასხმების...

ნატო-ს ძირითადი პრიორიტეტები მომავალი წლისათვის: ომი უკრაინაში, რუსეთთან ურთიერთობა, ტერორიზმი და კიბერთავდასხმების შეჩერება

Published on

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს 2019 წლის პრიორიტეტები დაასახელა.
 
მისი განცხადებით, მომდევნო წელი ნატო-სთვის საფრთხეების ინტენსივობასა და რაოდენობაზე ერთდროული რეაგირების ფონზე ჩაივლის, ამიტომ მომავალი წლის ძირითადი პრიორიტეტებია ომი უკრაინაში, რუსეთთან ურთიერთობა, ტერორიზმი და კიბერთავდასხმების შეჩერება.
 
ბელგიურ ტელე-რადიომაუწყებელთან, „RTBF“-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ალიანსის მთავარი მიზანია ერთდროული მომზადება მთელი რიგი საფრთხეებისა და გამოწვევებისადმი. „ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, არჩევანი გავაკეთოთ ტერორიზმსა და სულ უფრო მეტად აგრესიული რუსეთის კიბერთავდასხმებს შორის. ნატომ რეაგირება უნდა მოახდინოს ამ ყველა გამოწვევაზე ერთდროულად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
 
ნატო-ს წევრი ქვეყნებისადმი შეერთებული შტატების მოთხოვნაზე, რაც თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 2 %-მდე გაზრდას ითვალისწინებს, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ ალიანსის წევრი თითოეული 29 ქვეყნისგან ამ ვალდებულების შესრულებას ელოდება. „ნატო-ს ძირითადი ძალა მდგომარეობს ცვალებადი სამყაროსადმი ადაპტაციის შესაძლებლობაში. ძველ რომში ამბობდნენ, რომ მშვიდობა რომ გქონდეს, ომისთვის უნდა იყო მზად. სწორედ ამას აკეთებს ნატო“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...