მთავარისიახლეებიეკონომიკაკახი კალაძე: „მომავალში ტაქსით მომსახურების საფასურიც უნდა გაიზარდოს“

კახი კალაძე: „მომავალში ტაქსით მომსახურების საფასურიც უნდა გაიზარდოს“

Published on

„მომავალში ტაქსით მომსახურების საფასურიც უნდა გაიზარდოს,“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. კალაძის თქმით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ტაქსით მგზავრობა ძალიან იაფია.
 
თბილისის მერმა გადაცემაში ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპსა და იმ ბენეფიტებზე ისაუბრა, რითიც ამ სფეროში მომუშავე ადამიანები ისარგებლებენ.
 
„ჩვენ არ ვზღუდავთ ტაქსებს, პირიქით, ხელს ვუწყობთ, რომ სწორად განვითარდნენ ისინი. ეს ხელისშეწყობა გამოიხატება ზუსტად იმ ბენეფიტებში, რაზეც ვსაუბრობდი. რა თქმა უნდა, მომავალში ტაქსით მომსახურების საფასურიც უნდა გაიზარდოს. სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, დღეს საქართველოში ძალიან იაფია ტაქსით მგზავრობა.
 
ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, 1-ელი იანვრიდან შემოდის სავალდებულო ტექდათვალიერება და თუკი მანქანას ის არ აქვს გავლილი, ისე ტაქსის ლიცენზიას ვერ მიიღებს. ასევე, ავტომობილის ფერი – საკრებულოსთან ერთად თეთრ ფერზე შევთანხმდით და ეს გადაწყვეტილება უკვე ასახულია რეგულაციებში. ამაზე დამატებითი ხარჯის გაღება არ მოუწევთ, რადგან ამას სარეკლამო კომპანია იღებს თავის თავზე.
 
ბენეფიტებზეც მინდა ვთქვა – გათავისუფლებული არიან საშემოსავლო გადასახადისგან, ასევე მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ თავიანთ ავტომობილზე რეკლამა განათავსონ და მიღებული თანხები მათი საკუთრება იქნება. ჩვენ მათ დავეხმარებით სარეკლამო კომპანიებთან და ამის უზრუნველყოფას გავუკეთებთ. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მანათობელი, რომელიც სპეციალური ფორმის და დიზაინის იქნება, საჩუქრად გადაეცემათ მათ. ბენეფიტებში შედის ისიც, რომ ქალაქში საპარკინგე ადგილები არის გამოყოფილი, რომელიც მათთვის უფასოა. ასევე ისინი საჩუქრად მიიღებენ ვაუჩერს, რომ მათი ავტომობილის შიგნიდან დასუფთავება განხორციელდეს და ამასაც სარეკლამო კომპანია იღებს თავის თავზე,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
 
როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ რეფორმით მივიღებთ იმას, რომ ადამიანს, რომელიც ტაქსის მომსახურებით სარგებლობს, საშუალება ექნება გამართული, სუფთა ავტომობილით იმგზავროს.
 
„ამ რეფორმით ჩვენ მივიღებთ იმას, რომ ვინც ამ სერვისით სარგებლობს, სუფთა და გამართული ავტომობილით იმგზავრონ და ასევე ეცოდინებათ, ვინ არის მძღოლი, როგორც ეს ყველა ნორმალურ, განვითარებულ ქალაქშია – ტაქსისი მძღოლს გამოკრული აქვს შესაბამისი ბარათი, თავისი ფოტოსურათით, სახელით, გვარით და ა.შ. ჩვენ განსაკუთრებულს არაფერს ვიგონებთ,“ – აღნიშნა მან.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...