მთავარისიახლეებისამართალიადვოკატმა დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

ადვოკატმა დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

Published on

. დღეს დილით გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის ადვოკატმა ალექსანდრე მგელაძემ გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა.
 
დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ კირკიტაძის პატიმრობაში დატოვება მოსამართლის მხრიდან იყო უკანონო და დაუსაბუთებელი. კირკიტაძის ინტერესების დამცველი სააპელაციო სასამართლოსგან პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს.
 
„გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. უფრო მეტიც, ეს ორმაგი სტანდარტი არის, შერჩევითი სამართალი არის, მაშინ, როდესაც იგივე ფაქტთან დაკავშირებით, ზუსტად იგივე მუხლით შეეფარდა გირაო სხვას, დავით კირკიტაძის მიმართ გამოყენებული არის პატიმრობა. სააპელაციო საჩივარში სრულად გვაქვს დასაბუთებული თუ რა ნორმები არის სისხლის სამართლის პროცესის დარღვეული და შესაბამისად, მაქვს მოლოდინი იმის, რომ მიიღებს წარმოებაში და შეცვლის გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა ალექსანდრე მგელაძემ.
 
მიიღებს თუ არა წარმოებაში საჩივარს სასამართლო, მოგვიანებით გაირკვევა.
 
20 დეკემბერს ველისციხესთან მომხდარი ინციდენტის გამო, კირკიტაძე მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა პატიმრობაში დატოვა. ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს პოლიციელზე ძალადობას ედავებიან.

სიახლეები

ირანის საელჩო: ხამენეის სამძიმრის წიგნში ქართველმა მაღალჩინოსანმა ჩანაწერი დატოვა

ტაბულა: ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, პლატფორმა X-ზე წერს, რომ "საქართველოს მთავრობისა და ხალხის...

აშშ და საფრანგეთი ახლო აღმოსავლეთისკენ ატომურ ავიამზიდებს გზავნიან

ოფიციალური ინფორმაციით, ფრანგულმა ატომურმა ავიამზიდმა Charles de Gaulle უკვე გაიარა გიბრალტარი და ხმელთაშუა ზღვის...

აფეთქება დუბაის აეროპორტში, ხალხით სავსე ტერმინალთან (ვიდეო)

ცოტა ხნის წინ ირანმა იერიში მიიტანა დუბაის აეროპორტზე (ვიდეო მასალის ბოლოს). როგორც ირკვევა, დუბაის აეროპორტზე...

კაია კალასი – ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში არ არის მათი ადგილი, ვინც რეპრესიებს წარმოადგენს

თუ მთავრობა თავს ესხმის საკუთარ ხალხს, აჩუმებს ჟურნალისტებს და ზღუდავს თავისუფლებას, ამას შედეგები მოჰყვება,...