მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ტურიზმის მიმართულებით ააიპ-ის შექმნას მხარს არ უჭერენ

ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ტურიზმის მიმართულებით ააიპ-ის შექმნას მხარს არ უჭერენ

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ახალი ააიპ-ის შექმნის საკითხი განიხილეს, რომელსაც აზრთა სხვადასხვაობა მოყვა. ,,მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია მუდმივად ეწინააღმდეგება იმას, რომ შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯები, მაინც დღემდე ვერ მივაღწიეთ კონსესუსს იმაზე, რომ შემცირდეს ეს ააიპ -ები. არა აქვს მნიშვნელობა რომ ეს არის რეგიონული ააიპი, მაინც მუნიციპალიტეტს მოუწევს ამ ხარჯების დაფარვა. ჩვენ ვითხოვთ მერიისგან პასუხს, რატომ გახდა აუცილებელი დამატებითი სამსახურის შექმნა და რას გააკეთებს ტურიზმის მიმართულებით ეს სამსახური.,, – განაცხადა ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, თავმჯდომარე ანა წითლიძემ.ოპოზიციური პარტია საკითხის ინიციატორთან შეხვედრას და განმარტებებს ითხოვს. საკითს ასევე მხარი არ დაუჭირა ,,ევროპულმა საქართველომ,,. 2019 წლის ბიუჯეტში კონკრეტულად ტურიზმის განვითარებისთვის 20 ათასი ლარია გამოყოფილი.

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...