მთავარისიახლეებიპოლიტიკამოსკოვის პატრიარქი ეჭვქვეშ აყენებს ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იურისდიქციას- მის წერილში...

მოსკოვის პატრიარქი ეჭვქვეშ აყენებს ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იურისდიქციას- მის წერილში ილია მეორის ტიტულიდან კვლავ ამოღებულია “ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის” წოდება.

Published on

მოსკოვის პატრიარქმა კირილმა მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს წერილით მიმართა.
 
კირილი წერილში მხარდაჭერას ითხოვს და აღნიშნავს, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ცრუეპისკოპოსების მონაწილეობით არაკანონიკური კრება შეკრიბა, რითაც იერიში მიიტანა "კანონიკურ მართლმადიდებლობაზე".
 
პატრიარქი კირილი წერს, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო უხეშად არღვევს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებს.
 
მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქი კირილი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დამპყრობლური პოლიტიკით აშინებს და წერს, რომ "უკრაინული სცენარი შესაძლოა განხორციელდეს რომელიმე სხვა ადგილობრივ ეკლესიაშიც" – იმავე წერილში, ეჭვქვეშ აყენებს ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იურისდიქციას.
 
კერძოდ, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კვლავ მოიხსენიება არასრული ტიტულით. ტიტულიდან კვლავ ამოღებულია "ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის" წოდება.
 
ამის პარალელურად, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ოფიციალურ დოკუმენტებში საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტიტულს სრულყოფილად მოიხსენიებს.
 

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...