მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ,,ივანიშვილი საქართველოში აშენებს კადიროვის ჩეჩნეთს, სადაც იქნება ფული და...

მიხეილ სააკაშვილი: ,,ივანიშვილი საქართველოში აშენებს კადიროვის ჩეჩნეთს, სადაც იქნება ფული და ძალადობა. ”

Published on

“საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:დავით კირკიტაძისა და გურამ დონაძის გასამართლებას და სომხეთის გამოცხადებას წლის ქვეყნად. 
 
,,დავით კირკიტაძე  ნაციონალური მოძრაობის მთავარი  ორგანიზატორია, რეგიონული მდივანი. მისი დამსახურებაც არის, რომ ივანიშვილმა ვერ შეძლო რუსთავის მოგება და ეს მისთვის იყო ძალიან მძიმე მარცხი, რადგან რუსთავი დიდი ქართული ქალაქია და თან  სოციალურად ძალიან საინტერესო ქალაქი. რუსთავში კირკიტაძემ გამოგლიჯა მას გამარჯვება. და რა ხდება? კირკიტაძეს ნებისმიერი საბაბით ითრევენ რაღაც დაპირისპირებაში და დღეს საპატიმროში უშვებენ რამდენიმეწლიანი მუხლით  ეს იმ პირობებში, როცა ფარცხალაძემ ცემა კონტროლის პალატის თავმჯდომარე, ყველას თვალწინ მძიმედ დააშავა და კირკიტაძის ნაცემი ადამიანი არავის არასდროს უნახავს,ფარცხალაძე დღესაც დადის თავისუფალი, კორცხელის გმირები დადიან თავისუფლად, ჩვენი კასპელი აქტივისტის მცემელი დადის თავისუფალი., დავით კირკიტაძე კი დაკავებულია'' – ამბობს მიხეილ სააკაშვილი –
 
“გურამ დონაძე ციხეში გაუშვეს  ძალიან მარტივი მიზეზების გამო – მისი  გაკეთებული იყო ფეიჯი „რეზიდენტი სალომე“, სადაც არჩევნების დროს იდებოდა ივანიშვილის წინააღმდეგ ვიდეოები და ივანიშვილმა გასცა პასუხი გურამ დონაძის არჩევნებზე აქტიურობას. გურამ დონაძე  გაასამართლეს რობაქიძის საქმეში მტკიცებულებების გაყალბებაზე. თუ  მტკიცებულებები გაყალბებული იყო,  მაშინ, რატომ შეუფარდეს მხოლოდ პირობითი სასჯელი კრიმინალური პოლიციის უფროსს, ვისაც უნდა გაეყალბებინა წესით მტკიცებულებები, და რატომ  გაუშვეს 5 წლით ციხეში პრესცენტრის ხელმძღვანელი გურამ დონაძე. ჟურნალისტს, პრესცენტრის ხელმძღვანელს სისხლის სამართლის საქმეზე უშვებენ ციხეში მტკიცებულებების გაყალბების ბრალდებით.'' 
 
 
”სომხეთში არის ადგილობრივი ოლიგარქი ცარუკიანი, არის ერთი კარუპეტიანი სომხეთის "მაყურებელი" მოსკოვში, მას აქვს დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი. პუტინს კარაპეტიანისთვის აქვს დავალებული სომხეთში სიტუაციის მოგვარება და ამ კარაპეტიანმა გაუშვა ხელიდან სიტუაცია იმ გაგებით, რომ სომხეთში ხალხი გაერთიანდა, გამოვიდა და ნიკოლა პაშინიანმა, რომელიც ბევრ რაღაცას სწავლობდა ჩემი მოქმედებიდან, საქართველოში ვარდების რევოლუციის დროს და უკრაინაში ჩვენი მოძრაობის დროს (თვითონაც არ მალავს ამას), გამოგლიჯა ოლიგარქებს ძალაუფლება და დაუბრუნა სომეხ ხალხს.ბევრმა ქართველმა შეიძლება თქვას,  რას გვადარებს სომხეთს, ჩვენ ხომ სომხები არ ვართო. ჩვენ სომხები მართლაც არ ვართ, ჩვენ დღეს ვგავართ კადიროვის ჩეჩნეთს. ივანიშვილი არ აშენებს სომხეთს, ივანიშვილი აშენებს საქართველოში კადიროვის ჩეჩნეთს, სადაც იქნება ფული და ძალადობა. ”
 

სიახლეები

ლიდერ ქალთა საზოგადოების მე11 წარდგენის ცერემონია გაიმართა

„ლიდერ ქალთა საზოგადოებამ" გამორჩეული-მე-11 საქველმოქმედო ღონისძიება წარმატებით გამართა, რომელიც ორმაგი მნიშვნელობის მატარებელი გახლდათ. ერთი მხრივ,...

“ცეცხლის სრულად შეწყვეტასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ” – სახდეპის სპიკერი

"ამასთან ჩვენ ახლოს ვართ. ძალიან საინტერესოა... აქამდე ცეცხლის სრულად შეწყვეტასთან ასე ახლოს არასდროს...

“ქურდულ სამყაროსთან” კავშირის გამო “კვატია”, “კვერცხა”, “გოტო” და კიდევ 4 პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაულები 15...

თურქეთის პოლიციამ საპროტესტო აქციების კიდევ 43 მონაწილე დააკავა

თურქეთის პოლიციამ საპროტესტო აქციების კიდევ 43 მონაწილე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა...