მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას შს მინისტრი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის,...

გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას შს მინისტრი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით?

Published on

„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა შს მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
 
როგორც რატიანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც შს მინისტრს უსმენენ, სწორედ გახარია იყო პასუხისმგებელი სამეგრელოში საარჩევნო კამპანიის დროს.
 
„ზუგდიდის მე-6 სკოლასთან მიმართებაში, 8 ნოემბერს შედის საჩივარი და იმ დღესვე წერს ბრძანებას მინისტრი და მეორე დღეს შედიან ინსპექციაზე. ეს ხდება იმ დროს, როდესაც თქვენ იყავით პასუხისმგებელი სამეგრელოში საარჩევნო კამპანიის დროს. ეს ხდება იმ დროს, როდესაც თავად ქალბატონმა ია კერზაიამ თავის დროზე თქვა, რომ მასზე ხდებოდა ზეწოლა. რატომ არ არის დღემდე გათავისუფლებული განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახური და როგორ უყურებთ ამ საკითხს? ასევე, გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა ზუგდიდში“, – განაცხადა რატიანმა.
 
 
გიორგი გახარიამ  ამ თემაზე საუბრისას ოპონენტები გააკრიტიკა და  ადამიანური ტრაგედიების პოლიტიზირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა .
 
„როგორც ვიცი დღეს, ბატონი შენგელია, თუ არ ვცდები იქნა ან უკვე იყო დაბარებული პროკურატურაში, მას გამოკითხავენ და იქ შემადგენლობა თუ იქნა, რა თქმა უნდა, საქმე უნდა აღიძრას,- ადამიანური ტრაგედიის, გარდაცვალების და სიკვდილის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, რასაც ამ ბოლო პერიოდში, ვხედავთ, უბრალოდ ამორალურია,“ – განაცხადა გახარიამ

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...