მთავარისიახლეებიპოლიტიკაგახარია საპარლამენტო ტრიბუნიდან იმუქრება: დათო კირკიტაძე სწორად „ჩავაგდეთ“ და სხვებსაც „ჩავაგდებთ“

გახარია საპარლამენტო ტრიბუნიდან იმუქრება: დათო კირკიტაძე სწორად „ჩავაგდეთ“ და სხვებსაც „ჩავაგდებთ“

Published on

გიორგი გახარია ამბობს,რომ ველისციხეში კონფლიქტს პოლიციელებზე თავდასხმის სახე ჰქონდა და რეაგირებაც შესაბამისი იყო.
 
„ამ კონფლიქტს ჰქონდა თავდასხმის სახე პოლიციელებზე, ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაზარდა რადიკალიზაციის ხარისხი და მე მგონი, არავის უნდა უკვირდეს ის ზომები, რაც მიიღო პოლიციამ. მიმდინარეობს დამატებითი ფაქტების შესწავლა და როცა გამოვლინდება დამატებითი ფაქტები ყველა იქნება დასჯილი.
 
„რა სტატუსის მატარებელიც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა იყოს, როდესაც პოლიციელზე ხდება ფიზიკური ძალადობა ამას ექნება ადეკვატური პასუხი.  
 
არ მაინტერესებს რა იყო ადრე, ერთი, ორი და ხუთი წლის წინ, ამის შემდგომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე და პოლიციელებზე თავდასხმა იქნება დასჯილი. არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური ძალა, ან რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი იქნება, იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდამცველი სისტემის წარმომადგენელზე იქნება თავდასხმა შედეგი იქნება იმაზე უფრო მკაცრი,. დათო კირკიტაძე სწორად „ჩავაგდეთ“ და სხვებსაც „ჩავაგდებთ“, ვინც ამას დაიმსახურებს, “-განაცხადა გახარიამ.
 
მანამდე კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ გახარიას უთხრა, რომ ახალქალაქში თავდასხმაში დამნაშავეებს ხელს აფარებენ, ხოლო დავით კირკიტაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში „ჩააგდეს“.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...