მთავარისიახლეებიპოლიტიკაგახარია ოპოზიციის შეკითხვებს ცინიზმით პასუხობს: ,, არ გადამრიოთ, რა მაგრები ხართ... ამას...

გახარია ოპოზიციის შეკითხვებს ცინიზმით პასუხობს: ,, არ გადამრიოთ, რა მაგრები ხართ… ამას ვეძახი მე თქვენს ფსევდო ინტელექტუალურ ცეკვებს კამერების წინ”

Published on

ხორავას ქუჩის საქმეზე საუბარს, პარლამენტში მორიგი ხმაური მოჰყვა. შს მინისტრმა საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირაკლი აბესაძის კითხვას უპასუხა, იმასთან დაკავშირებით ეთანხმებოდა თუ არა ის ივანიშვილის განცხადებას, რომ მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის ქმედებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
 
"რეალურად ის კი არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული, რომ ბატონ სარალიძეს მოუწია კარავში ყოფნა, სამწუხარო ისაა, რომ თქვენ იყენებთ ამას პოლიტიკურად და პოლიტიკურად მმოტივირებული თქვენ ხართ. თემა იმაში კი არაა, რომ ადამიანი პირადი ტრაგედიიდან გამომდინარე იძულებულია მიმართოს უკიდურეს ფორმებს, თქვენ როგორც კეთილსინდისიერი მოქალაქე იმის მაგივრად, რომ მას უბრალოდ გვერდით დაუდგეთ, ამისგან აკეთებთ სპექტაკლს. არავინ და ამ შემთვევაში თქვენ, ვერ იქნებით ჩემზე უფრო დაინტერესებული, რომ ეს საქმე დასრულდეს. უბრალოდ ვერ იქნებით. საგამოძიებო კომისია იყო ტრაგედია არა მარტო ერთი ადამიანის და იმ ხალხის ვინც ამ კომისიაში იჯდა, არამედ თქვენი, ამის შემდგომ ეს პასუხისმგებლობა როგორ იქნება საერთო ჩვენთვის, აგერ ვნახავთ, მე გპირდებით პირადად.“- განცხადა გახარიამ. ამ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა.
 
 
„სინდისი გაქვთ საერთოდ? ვის პასუხისმგებლობაზე საუბრობთ, მკვლელი სადაა?“- .„შინაგან საქმეთა მინისტრი ხართ და მაიმუნობთ… საერთოდ შინაარსი ვერ გამოვიტანე რაზე ლაპარაკობთ“- მიმართა მინისტრს ელენე ხოშტარიამ.- "თქვენ რა გააკეთეთ?! სარალიძეს თავზე დაახიეთ კარავი, შეურაცხყოფები აყენეთ და მიწაზე ათრიეთ. აი, ეგ გააკეთეთ. რაზე ლაპარაკობთ საერთოდ, რა სინდისით ლაპარაკობთ. ჯანდაბას წაუღია კომისია, ამ ხალხს რას პასუხობთ?! თქვენი პასუხისმგებლობა სად არის?!", – 
 
 
„სიმართლემ ასე იცის ქალბატონო ელენე, მწარეა მოსმენა“- განაცხადა გახარიამ.თავის მხრივ, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ სიმართლის მოსმენა მწარეა. "ისე, სიმართლემ ასე იცის ხოლმე, მწარეა უსმინო", – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
 

„გავიმეორო… ძალიან კარგად გაიგეთ… არ გადამრიოთ, რა მაგრები ხართ… როდესაც ატრიალებთ ამ ფრაზებს ამას ვეძახი მე თქვენს ფსევდო ინტელექტუალურ ცეკვებს კამერების წინ და შეგიძლიათ გააგრძელოთ. მე გთავაზობთ შინაარსობრივ საუბარს და სად წახვალთ ამ ფსევდო ინტელექტუალური აბსოლუტურად უმიზნო დებატებით… შინაარსობრივ კონტექტსში არანაირი პრობლემა არ გვაქვს და თქვენი შეკითხვების არც მე და არც ჩემ გუნდს არ გვეშინია… ამ თემას აღარ დავუბრუნდები, თქვენთვისვე უარესი დამაბრუნეთ რამდენიც გინდათ.“- მიმართა გახარიამ ოპოზიციას

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...